მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

მოღალატეების ადგილი საკრებულოში არასოდეს იქნება - ზურაბ ჩიკვილაძე

news image

„განსაკუთრებული დღეა, ჩვენ ხმას ვაძლევთ დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას, ვამტკიცებთ კახა კალაძის გუნდს, რაც იმ დიდი პროექტების, პროგრამებისა და რეფორმების გაგრძელებას გულისხმობს, რომლებიც კახა კალაძისა და მისი თანაგუნდელების მიერ იყო შემუშავებული და ინიცირებული“,  -  განაცხადა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ. 

„ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა მონაწილე და მოწმე იქნება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული სრულიად ახალი პროექტებისა.  სწორედ აქ მინდა ჩვენს მოსახლეობას უდიდესი და განსაკუთრებული  მადლობა გადავუხადო არჩევნებში მხარდაჭერისთვის. ჩვენმა მოსახლეობამ წყალგამყოფი გაავლო მოდერნიზებულ ქალაქსა და ქაოსს შორის, მშენებლობასა და ნგრევას შორის, ამიტომაც არჩევნების შედეგები ჩვენ გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ნდობის მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“ და მშვიდობას“, -  განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს კონსტრუქციულ თანამშრომლობას კოლეგებთან მხოლოდ, ერთი დათქმით: 

„უნდა დაიცვან კორექტულობა და ქალაქის საქმეებზე ორიენტირებულობა. უნდა გვახსოვდეს, რომ   დედაქალაქი ყველასთვის ერთია და ჩვენ სწორედ მას ვემსახურებით. VII მოწვევის საკრებულოში ოპოზიცია 21 წევრით იყო წარმოდგენილი. დღეს ოპოზიციის წარმომადგენელი ხუთია. აქ კომენტარი ზედმეტია. გახსოვთ სრულიად გაუგონარი ბოიკოტის რეჟიმი. ერთი წლის განმავლობაში აქ არავინ მოსულა სხდომაზე, თუმცა ხელფასს ისინი ძალიან დიდი სიამოვნებით იღებდნენ.  წინა მოწვევის საკრებულოში ჩვენმა მოსახლეობამ მისცა საშუალება გიორგი გახარიას აქ  სამი წევრი ჰყოლოდა, დღეს მათი შედეგი ნულია. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ  მოღალატეებს ხმას თბილისში არ აძლევენ და მოღალატეების ადგილი საკრებულოში არასოდეს იქნება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა

11.12.2025.16:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.

ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა