მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.1
-0.0003
flag
AZN 1.5836
-0.0003
flag
CNY 37.729
0.0003
flag
EUR 3.1492
0.0098
flag
GBP 3.631
0.007
flag
KZT 50.09
0.0021
flag
TRY 0.0653
-0.0001
flag
USD 2.693
-0.0006

მნიშვნელოვანია, რომ ხელმძღვანელი ეყრდნობოდეს მოადგილეებს, რომლებმაც უნდა შეასრულონ ამოცანები, რომელსაც დაუსახავს როგორც ინსტიტუციური რეფორმირების, ისე საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მხრივ - პაპუაშვილი მდინარაძის ახალ მოადგილეებზე

news image

მნიშვნელოვანია, რომ ხელმძღვანელი ეყრდნობოდეს იმ მოადგილეებს, რომლებმაც ზუსტად უნდა შეასრულონ ის ამოცანები, რომელსაც ხელმძღვანელი დაუსახავს როგორც ინსტიტუციური რეფორმირების თუ ცვლილების მხრივ, ისე თავად საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მხრივ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სუს-ის ხელმძღვანელის მამუკა მდინარაძის მიერ დანიშნულ ახალ მოადგილეებზე.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძეს აქვს სრული ნდობა როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე, პარლამენტის მხრიდან. 

„თავისთავად თავად მამუკა მდინარაძის გამოცდილებიდან, პიროვნებიდან, პროფესიული თვისებებიდან და მათ შორის პოლიტიკური ალღოდან გამომდინარე, რაც ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელისთვის, ეჭვი არც გვეპარებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ის პირველივე დღიდან სისტემის ეფექტიანობის ზრდისკენ გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ ხელმძღვანელი ეყრდნობოდეს იმ მოადგილეებს, რომლებმაც ზუსტად უნდა შეასრულონ ის ამოცანები, რომელსაც ხელმძღვანელი დაუსახავს როგორც ინსტიტუციური რეფორმირების თუ ცვლილების მხრივ, ისე თავად საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მხრივ. მამუკა მდინარაძეს აქვს როგორ პრემიერ-მინისტრის, ასევე, გუშინ პარლამენტის კენჭისყრის შედეგად პარლამენტის სრული ნდობა და ვუსურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

სუსის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა. სუსის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარატმენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი Eksim Holding-ის შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის გენერალურ მენეჯერს, ჩაღათაი ულქერს შეხვდა

05.09.2025.19:54

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი Eksim Holding-ის შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის გენერალურ მენეჯერს, ჩაღათაი ულქერს შეხვდა.
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა განახლებადი ენერგიების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ენერგოსისტემებში. ასევე, აღინიშნა, რომ ენერგეტიკული სექტორის გაძლიერება აჭარაში შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
 
Eksim Holding-ის საქმიანობა მოიცავს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასა და ელექტროენერგიის წარმოებას ჰიდროავტომატების საშუალებით. „აჭარ ენერჯი-2007“ რეგიონში 2010 წლიდან ოპერირებს და მართავს კირნათისა და ხელვაჩაური 1-ის ჰიდროელექტროსადგურებს. კომპანიამ უკვე განახორციელა 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა