მნიშვნელოვანია, რომ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვა, ყველა ამ საჭიროების მოზარდმა შეძლოს - ზურაბ ჩიკვილაძე
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ ჩიკვილაძე, დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე სხდომაზე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში ცვლილებებს გამოეხმაურა.
„მუდმივად იზრდება მოთხოვნა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მსურველმა შეძლოს ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღება. წარმოდგენილი პროექტით გაიზრდება ლიმიტი და ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება 2400 ბავშვი. ეს სიახლე მიზნად ისახავს აღნიშნული საჭიროების მქონე ოჯახების გვერდით დგომას, ჩვენთვის მათი ხელშეწყობა და ადაპტაცია მთავარი პრიორიტეტია,“ -განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
სხვა სიახლეები
მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ აზერბაიჯანმა და საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროპის კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში - აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი
14.11.2025.20:22
„აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენი საერთო თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ენერგეტიკული სექტორი, გვაქვს გრძელვადიანი პროექტები და ძალიან ფართო თანამშრომლობა ამ მიმართულებით" - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-11 მინისტერიალში.
მინისტრის ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში განიხილეს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს აკავშირებს. შაჰბაზოვის განცხადებით, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის დასრულება მომავალი წლის პირველ კვარტალში იგეგმება, რაც უკვე ახალ პერსპექტივას შექმნის ინვესტიციებზე დისკუსიის დასაწყებად.
„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ენერგორესურსები, კერძოდ, ელექტროენერგია, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ევროკავშირში გავაგზავნოთ და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროპის კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში" - აღნიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა.
თბილისში გამართულ მე-11 მინისტერიალში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდენ. ღონისძიებას ასევე აღნიშნული ქვეყნების ელჩები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.