მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს, იყო თუ არა მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრსა და გერმანიის ელჩთან გაფორმებული ხელშეკრულების დამალვა მიზანმიმართული და უკავშირდება თუ არა შემოსავლის დაფარვის მცდელობას - ანტიკორუფციული ბიურო
საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ სსიპ – ანტიკორუფციული ბიურო ახორციელებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს.
„განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან. მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს, იყო თუ არა ხელშეკრულების დამალვა მიზანმიმართული, უკავშირდება თუ არა შემოსავლის დაფარვის მცდელობას და რამდენად შეესაბამება ეს ქმედება კანონით დადგენილ ვალდებულებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.08.2025.11:11
მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის მიერ დეკლარირებულ შემოწირულებებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა, რათა სრული სურათი შეიქმნას პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით, - აღნიშნულია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ბიურო ახორციელებს ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს. მონიტორინგის მიზანია დადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.