მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

მნიშვნელოვანი, რომ გავერთიანდეთ, რათა ყველა ჩვენი შესაძლებლობით დავეხმაროთ იმ ადამიანებს - პრეზიდენტი რაჭის ტრაგედიაზე

news image

მინდა, გამოვხატო ღრმა მწუხარება იმ ტრაგედიის წინაშე, რაც დატრიალდა გუშინ ღამე და დღეს. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მინდა, იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები აღმოჩნდნენ ცოცხლები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა თქვა, ეს არის საქართველოსთვის დიდი ტრაგედია.

„ჩვენ ვიცით ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავერთიანდეთ, რათა ყველა ჩვენი შესაძლებლობით დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომ გადალახონ ეს გაუსაძლისი პერიოდი მათი ცხოვრების. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მაშველს, ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც ადგილზე ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, რათა გადარჩენილიყვნენ სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ადამიანები. მინდა, ასევე ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე, პირადად, ვუცხადებთ სოლიდარობას ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ხელისუფლებას, ყველა უწყებას, რომელიც იქ არის ჩართული, მთავრობას, დღეს არის დრო ერთიანობის და ერთად ამ ტრაგედიის გადალახვის. მინდა, ისიც ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე, პირადად, ყველაფერში ჩავერთვებით, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება. ჩვენ თვითონაც ვნახავთ მომავალ დღეებში, რა კუთხით შეიძლება, ჩვენი როლი და წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგედიის გადალახვაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მაშველებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მათი როლი არ დასრულებულა და ძალიან რთულია ამ პირობებში მუშაობა. ვიცით, რამდენად შეუძლიათ, მათ ამ რთულ პირობებში ყველაფერი გააკეთონ, რათა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ. ასევე, მინდა, მადლობა მოვახსენო ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანას, რომელმაც დღეს უკვე გამოაცხადა სოლიდარობა ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. მოვისმინე პრემიერისგან, რომ სხვა ქვეყნებისგან დახმარება ჯერ არ არის საჭირო. თუ ეს საჭიროება გამოჩნდა, ასევე მზად ვარ, თუ ჩემი როლი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან დაკავშირებაში საჭირო გახდა, ამაშიც მივიღო მონაწილეობა. ჩვენ ამ ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ ერთად და ვიქნებით ერთად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image თბილისის მერი მუხიანის აგარაკებზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო

18.08.2025.13:58

თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო. 

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე და წყალარინების ქსელები მოეწყო, ამ ეტაპზე კი 4 000 კვ. მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე იხარჯება. 

„მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. აქ წლების წინ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა - მანქანით გავლა ფიზიკურად შეუძლებელი იყო და არ არსებობდა არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაცია. მოსახლეობას დავპირდით, რომ დავიწყებდით პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებში მოეწყობოდა ყველა საჭირო მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოწესრიგდებოდა საგზაო ინფრაქტრუქტურა და იმოძრავებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დღეისთვის სამუშაოები მიმდინარეობს ხვანჭკარის ქუჩაზე. პროექტი მიმდინარეობს შოვის ქუჩაზეც, თუმცა სამუშაოებს ამით არ ვამთავრებთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ქუჩა და ჩიხია მოსაწესრიგებელი. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ვახორციელებთ ძალიან საჭირო პროექტს ზედა დასახლებაში - ეწყობა სანიღვრე სისტემა, მონტაჟდება კოლექტორი, რომელიც ბორჯომის ქუჩაზე იქნება დაერთებული. სამუშაოებს ვაგრძელებთ და გვინდა, უახლოეს მომავალში აღნიშნული დასახლება სრულად მოვიცვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

აღსანიშნავია, რომ მუხიანის აგარაკებზე, ვარდისუბნის IV შესახვევში, ნეკრესის, დაისის, ბორჯომის, ვანისა და ბორითის ქუჩებზე გზის მოწესრიგება უკვე დასრულდა. რვავე ქუჩაზე, მთლიანად შვიდ კილომეტრამდე საგზაო მონაკვეთი, 30 000კვ. მეტრი ფართობი რეაბილიტირდება, რისთვისაც გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 4 000 000 მილიონამდე ლარი იხარჯება. საგზაო სამუშაოებამდე ტერიტორიაზე მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელებიც. 

გარდა ამისა, გამგეობა კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს გეგმავს, რომელზეც დაერთდება ბორჯომის ქუჩის გარკვეული მონაკვეთისა და შემდგომში დაგეგმილი სხვა ქუჩების სანიაღვრე სისტემები. უკვე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია და სამუშაოებზე გამოცხადდა ტენდერი.

ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე და პარლამენტის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გაეცნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა