მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103
-0.0066
flag
AZN 1.5758
-0.0004
flag
CNY 38.798
-0.0014
flag
EUR 3.1724
-0.0078
flag
GBP 3.6428
-0.015
flag
KZT 54.6
0.0011
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6789
-0.001

მყინვარების მასშტაბური კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს, მნიშვნელოვანია შემდგომი ეტაპები, მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების გატარება, რაც 2 წლის განმავლობაში განხორციელდება - დავით სონღულაშვილი

news image

საქართველოში ჩატარდა მყინვარების მასშტაბური კვლევა, ასეთი მასშტაბის კვლევა ფაქტობრივად არასდროს ჩატარებულა, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, კვლევა ჩაატარა ძალიან კომპეტენტურმა, მნიშვნელოვანმა საერთაშორისო კომპანიამ და მასში შვეიცარიელი და ქართველი ექსპერტები ერთობლივად მონაწილეობდნენ.

„რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს. მნიშვნელოვანია შემდგომი ეტაპები, მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების გატარება. მონიტორინგის სისტემები მომდევნო 2 წლის განმავლობაში დამონტაჟდება და შემდგომი ეტაპი უკვე ამ სამუშაოების შედეგად განისაზღვრება", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში არის 1,2 მლრდ ლარი და მათ ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე - პრემიერი

18.02.2026.13:31

მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში შემოდის მხოლოდ ბიუჯეტში 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საქართველოში შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი,, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.

პრემიერის თქმით, ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

„რაც შეეხება იმას, თუ როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა საქართველოში ყოფნის საფუძვლის და საქმიანობის მიხედვით - სასწავლო ბინადრობის ნებართვით საქართველოში სარგებლობს 35 000 სტუდენტი. დამატებით 2000 სტუდენტი იმყოფება სხვა საფუძვლით, სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვით საქართველოში. 37 000 სტუდენტიდან 35 040-ს აქვს მინიჭებული სასწავლო ბინადრობის ნებართვა. სასწავლო ბინადრობის ნებართვის წილი საერთო მაჩვენებელში არის 32,65%.

რაც შეეხება უშუალოდ განათლების სფეროს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის უცხოელი სტუდენტების ყოფნა საქართველოში, მინდა გაგიზიაროთ ეკონომიკური მონაცემები - ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში არის 1,2 მლრდ ლარი. შესაბამისად, მხოლოდ ამის შედეგად ჩვენს ბიუჯეტში ყოველწლიურად შემოდის 300 მლნ ლარი, მხოლოდ უცხოელი სტუდენტების ყოფნის შედეგად, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენ გახსოვთ, რომ კონკრეტული სუბიექტები, მაგალითად USAID-ი წელიწადში 100 მლრდ დოლარს გვამადლიდა, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არ ხმარდებოდა ქვეყნის განვითარებას, მითუმეტეს, არც ბიუჯეტში შემოდიოდა. მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში შემოდის მხოლოდ ბიუჯეტში 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საქართველოში შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქ გადახედვის არც საჭიროება და არც მიზანშეწონილობაა“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა