მჯერა, ჩვენი სწორი, პრაგმატული, შედეგზე გათვლილი პოლიტიკის შედეგად, ჩვენი ქვეყანა მოახერხებს მშვიდობიან დეოკუპაციას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, გამთლიანებას - პრემიერი
მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მივესალმები ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე ბატონ შალვა პაპუაშვილს, მივესალმები ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და სამსახურის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს. მინდა, პირველ რიგში მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ამ სამსახურის დაფუძნებიდან 8 წელი გავიდა და მას შემდეგ სამსახურმა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ჩაატარა, განახორციელა, ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი, ეფექტიანი სისტემა, სამსახური, რომელიც იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და აძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს, იცავს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, პირველ რიგში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან მუშაობას.
„მე მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ეს სამსახური კიდევ უფრო სხვა დონეზე გადავიდა, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რითაც სამსახური კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა, ამისთვის მადლობა თქვენ ბატონო გრიგოლ და თქვენს ხელმძღვანელობას, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, თითოეულ თქვენს თანამშრომელს.
მე ასევე მინდა აღვნიშნო და ამის თაობაზე ბატონმა გრიგოლმა ვრცლად ისაუბრა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სამსახურის ეფექტიან მუშაობას. თქვენი როლი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი მე ასე ვიტყოდი, ვინაიდან თქვენ ახდენთ საფრთხეების შეფასებას, იდენტიფიცირებას, როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების გამოვლენას, პრევენციას და აღკვეთას. ასევე ეს სამსახური ებრძვის ტერორიზმს, კორუფციას და რაც მთავარია, კიდევ მინდა გავიმეორე, უმაღლეს დონეზე იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს ქვეყანა და ზოგადად რეგიონი დიდი გამოწვევის წინაშეა. მისივე განცხადებით, ასეთ ვითარებაში მთავრობის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება.
„მოგეხსენებათ, ჩვენ დღეს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, ჩვენი ქვეყანა, მთელი რეგიონი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ასეთი გამოწვევა არ უნახავს ევროპის კონტინენტს და ზოგადად მთელი მსოფლიო წესრიგი არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს, ჩვენი მთავრობის და ამ სამსახურის პირდაპირი როლი რა თქმა უნდა არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება. მოგეხსენებათ და თავის გამოსვლაში ეს ბატონმა გრიგოლმა სწორად ახსნა და აღნიშნა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებებისა, ჩვენმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და რაც მთავარია, ჩვენ სწრაფად ვზრდით ქვეყნის ეკონომიკას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის, მოქალაქეების კეთილდღეობაზე. მოგეხსენებათ, რომ საფრთხეები არის მრავალგანზომილებიანი, გვიწევს გამკლავება ჰიბრიდულ საფრთხეებთან, გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან და ოკუპაციის თანმდევ რისკებთან, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას ზოგადად, ყოველდღიურ რეჟიმში ეს სამსახური იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ამავდროულად ჩვენ შევძელით და ბოლო 10 წელზე მეტია მოვახერხეთ ის, რომ მიუხედავად ამ გამოწვევებისა, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა,“- განაცხადა პრემიერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.13:58
თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე და წყალარინების ქსელები მოეწყო, ამ ეტაპზე კი 4 000 კვ. მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე იხარჯება.
„მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. აქ წლების წინ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა - მანქანით გავლა ფიზიკურად შეუძლებელი იყო და არ არსებობდა არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაცია. მოსახლეობას დავპირდით, რომ დავიწყებდით პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებში მოეწყობოდა ყველა საჭირო მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოწესრიგდებოდა საგზაო ინფრაქტრუქტურა და იმოძრავებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დღეისთვის სამუშაოები მიმდინარეობს ხვანჭკარის ქუჩაზე. პროექტი მიმდინარეობს შოვის ქუჩაზეც, თუმცა სამუშაოებს ამით არ ვამთავრებთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ქუჩა და ჩიხია მოსაწესრიგებელი. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ვახორციელებთ ძალიან საჭირო პროექტს ზედა დასახლებაში - ეწყობა სანიღვრე სისტემა, მონტაჟდება კოლექტორი, რომელიც ბორჯომის ქუჩაზე იქნება დაერთებული. სამუშაოებს ვაგრძელებთ და გვინდა, უახლოეს მომავალში აღნიშნული დასახლება სრულად მოვიცვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ მუხიანის აგარაკებზე, ვარდისუბნის IV შესახვევში, ნეკრესის, დაისის, ბორჯომის, ვანისა და ბორითის ქუჩებზე გზის მოწესრიგება უკვე დასრულდა. რვავე ქუჩაზე, მთლიანად შვიდ კილომეტრამდე საგზაო მონაკვეთი, 30 000კვ. მეტრი ფართობი რეაბილიტირდება, რისთვისაც გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 4 000 000 მილიონამდე ლარი იხარჯება. საგზაო სამუშაოებამდე ტერიტორიაზე მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელებიც.
გარდა ამისა, გამგეობა კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს გეგმავს, რომელზეც დაერთდება ბორჯომის ქუჩის გარკვეული მონაკვეთისა და შემდგომში დაგეგმილი სხვა ქუჩების სანიაღვრე სისტემები. უკვე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია და სამუშაოებზე გამოცხადდა ტენდერი.
ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე და პარლამენტის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გაეცნენ.