მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.3
0.0218
flag
AZN 1.6038
0.0044
flag
CNY 39.533
-0.0023
flag
EUR 3.1283
-0.0093
flag
GBP 3.6196
-0.0115
flag
KZT 56.68
0.0035
flag
TRY 0.0615
0
flag
USD 2.7264
0.0075

მივესალმებით სერბეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, უახლოეს პერიოდში თბილისში მუდმივმოქმედი საელჩოს გახსნის შესახებ - მარიამ ქვრივიშვილი

news image

„საქართველოსა და სერბეთს აკავშირებთ ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და კულტურული სიახლოვე. ეს ადამიანური და კულტურული ურთიერთობების საფუძველი გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენი პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ხალხთაშორისი კავშირების შემდგომი გაძლიერებისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობის შესახებ ბელგრადში გამართულ საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„მსურს, ხაზი გავუსვა იმ ორმხრივ მხარდაჭერასა და ურთიერთპატივისცემას, რომელსაც საქართველო და სერბეთი ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იჩენენ. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. ეს მნიშვნელოვანი თარიღი შესაძლებლობას გვაძლევს, ვისაუბროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ვიზიტს, რომელიც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო ქვეყნებს შორის ორმხრივი მზაობის შესახებ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ამასთან, დადებითად შეაფასა საქართველოში სერბეთის სრულფასოვანი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება.

„მივესალმებით სერბეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, უახლოეს პერიოდში თბილისში მუდმივმოქმედი საელჩოს გახსნის შესახებ, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებისკენ", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში - ილჰამ ალიევი

18.03.2026.13:12

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი დროის გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.

უწმინდესმა ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა საკუთარ ხალხსა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ მიმართულ კეთილშობილურ მიზნებს მიუძღვნა. კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობის, ადამიანებს შორის სოლიდარობის, რელიგიათაშორისი ურთიერთგაგებისა და დიალოგის დამკვიდრების საქმეში გაწეული ძალისხმევით, ილია II-მ, ეროვნული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მილიონობით ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი და მოიპოვა ღრმა პატივისცემა და სიმპათია.

უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში.

ვიზიარებ ამ მძიმე დანაკლისით გამოწვეულ მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, სრულიად საქართველოს მოსახლეობასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა