მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103
-0.0066
flag
AZN 1.5758
-0.0004
flag
CNY 38.798
-0.0014
flag
EUR 3.1724
-0.0078
flag
GBP 3.6428
-0.015
flag
KZT 54.6
0.0011
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6789
-0.001

მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს შეხედულებას იზიარებენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც, რომ საერთო ძალისხმევით უზრუნველვყოთ სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი

news image

სამთავრობო საკოორდინაციო კომისის სხდომაზე საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული შეხვედრა შედგა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, დეტალურად ვისაუბრეთ იმ მიგნებების შესახებ, რომლებიც მთავრობას გააჩნია უშუალოდ სასურსათო პროდუქტებთან მიმართებით, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისის სხდომის შემდეგ.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, განიხილეს, რა შეიძლება იყოს ის გარემო ფაქტორები, რომლებიც რეალურად გავლენას ახდენს მაღალ ფასებზე.

„განსაკუთრებით აღსანიშნავი და მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს შეხედულებას ასევე იზიარებენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით უნდა უზრუნველვყოთ სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირება. ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში გვექნება არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ყველა იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენელთან, რომელიც ჩართულია აღნიშნულ პროცესში. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, კონსტრუქციული სამუშაო ფორმატით შევძლებთ ერთობლივად ხელშესახები შედეგების მიღწევას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პრემიერ-მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს შეხვდა

17.02.2026.17:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ირაკლი ყანდაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს ასოციაციის სამომავლო გეგმები და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა