მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7037.5
0.0027
flag
AZN 1.5866
0.0008
flag
CNY 37.58
0.0012
flag
EUR 3.153
0.0023
flag
GBP 3.6486
-0.0039
flag
KZT 50.13
0.0011
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6981
0.0013

მინდა თქვენს წინაშე პირობა დავდო: საქართველოს პარლამენტი მოუსმენს ყველას, მაგრამ იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად - შალვა პაპუაშვილი

news image

„ჩვენი სამშობლო აგრძელებს 34 წლის წინ მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე სიარულს. წინა მოწვევის პარლამენტმა ყველას აჩვენა, რომ ჩვენი პატარა ერისთვის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი წმინდა რამაა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე.

მისივე თქმით, მსოფლიოში არსებობენ ერები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ არათუ სახელმწიფოს, მამულის გარეშეც კი. მათ თავისი გადარჩენის ფორმულა ასეთ პირობებში გამოიმუშავეს. ჩვენი ცხოვრების წესი და ბუნება კი სხვაა.

„ჩვენი გადარჩენის ფორმულა ჩვენს თვითმყოფადობასა და სახელმწიფოებრიობაშია. ამიტომაც იყო, რომ მაშინაც კი, როდესაც უცხო მმართველობას გვახვევდნენ თავს, ქართველები ყოველთვის პოულობდნენ გზას, სივრცეებს, სფეროებს დამოუკიდებლობის მცირე კუნძულების შესაქმნელად. ეძებდნენ და პოულობდნენ იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს სამიათასწლოვან გენეტიკურ მეხსიერებაში გვაქვს ის, რასაც ილია ჭავჭავაძემ 160 წლის წინ ჩვენი დამოუკიდებლობის მთავარი ფორმულის სახე მისცა: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“. ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს, იმისთვის რომ დავიცვათ ჩვენი სამი მთავარი საუნჯე - ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება.

სამი წლის წინ, როდესაც საქართველოს პარლამენტმა თავმჯდომარედ ამირჩია, მე დავდე პირობა, რომ, თქვენთან ერთად, ვიდგებოდი საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე. მე-10 მოწვევის პარლამენტმა ეს განსაკუთრებით შეძლო.

ახლაც, მინდა თქვენს წინაშე და თქვენთან ერთად დავდო პირობა, რომ საქართველოს პარლამენტი მოუსმენს ყველას, მაგრამ იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
ეს იქნება ჩვენი გეგმაც და ჩვენი მიზანიც. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საკრებულოს გადაწყვეტილებით 176-ე საჯარო სკოლას -აკაკი შანიძის, და 49-ე საჯარო სკოლას კი აკაკი ჩხენკელის სახელი მიენიჭა

19.08.2025.17:24

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლისას 176-ე და 49-ე საჯარო სკოლების სახელდების საკითხი დააყენა.

,,ვფიქრობთ, იმ ადამიანების სახელები, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, არა მხოლოდ უნდა გვახსოვდეს, არამედ სათანადოდ დაფასებულიც უნდა იყოს, რადგან ეს ჩვენი მომავალი თაობისათვის მეტად მნიშნელოვანია. ამ მიზნით, ჩვენმა კომისიამ იმსჯელა და წარმოგიდგენთ თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულების პროექტს, სსიპ 176 საჯარო სკოლისთვის აკაკი შანიძის სახელისა და სსიპ 49 საჯარო სკოლისთვის აკაკი ჩხენკელის სახელის მინიჭების შესახებ. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ.“- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ

საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი განკარგულების პროექტს, რის შემდეგაც შესაბამისი განკარგულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაიგზავნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა