მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7037.5
0.0027
flag
AZN 1.5866
0.0008
flag
CNY 37.58
0.0012
flag
EUR 3.153
0.0023
flag
GBP 3.6486
-0.0039
flag
KZT 50.13
0.0011
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6981
0.0013

მინდა, კახა კალახეს და მის გუნდს ადგილობრივ არჩევნებში წარმატება ვუსურვო - ზურაბ აბაშიძე

news image

„დაწრმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს გამარჯვებას ყველანი ერთად ვიზეიმებთ“ - ამ განცხადებით გახსნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომა. ზურაბ აბაშიძემ კახა კალაძეს და მის გუნდს ადგილობრივ არჩევნებში წარმატებები უსურვა.

„მინდა, კახა კალაძეს და მის გუნდს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, თბილისელების მხარდაჭერით, გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო. კახა კალაძის გუნდში არიან როგორც მოქმედი საკრებულოს წევრები, ასევე ახალი სახეები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი კახა კალაძის მეთაურობით ერთმნიშვნელოვნად გაიმარჯვებს. იმისათვის რომ არჩევნები 4 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვებით დასრულდეს, ყველა ჩვენგანის როლი მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდის მთავარ მიღწევად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის გაკეთებული საქმეები, რომლებიც ზურგს გვიმაგრებს, ამასთანავე, უკვე დაწყებული საქმეების გაგრძელება და ბოლომდე მიყვანა გვჯერა, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს თბილისის განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საკრებულოს გადაწყვეტილებით 176-ე საჯარო სკოლას -აკაკი შანიძის, და 49-ე საჯარო სკოლას კი აკაკი ჩხენკელის სახელი მიენიჭა

19.08.2025.17:24

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლისას 176-ე და 49-ე საჯარო სკოლების სახელდების საკითხი დააყენა.

,,ვფიქრობთ, იმ ადამიანების სახელები, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, არა მხოლოდ უნდა გვახსოვდეს, არამედ სათანადოდ დაფასებულიც უნდა იყოს, რადგან ეს ჩვენი მომავალი თაობისათვის მეტად მნიშნელოვანია. ამ მიზნით, ჩვენმა კომისიამ იმსჯელა და წარმოგიდგენთ თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულების პროექტს, სსიპ 176 საჯარო სკოლისთვის აკაკი შანიძის სახელისა და სსიპ 49 საჯარო სკოლისთვის აკაკი ჩხენკელის სახელის მინიჭების შესახებ. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ.“- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ

საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი განკარგულების პროექტს, რის შემდეგაც შესაბამისი განკარგულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაიგზავნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა