მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი - დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა მიზნობრივი და დავაჩქაროთ პროექტების დაფინანსების პროცესი l ირაკლი კობახიძე
უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი, ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა - ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი და დავაჩქაროთ თქვენი პროექტების დაფინანსების პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამავდროულად, დამკვიდრდება სისტემური მონიტორინგი, რათა დროულად შევიდეს ცვლილებები იმ პროგრამებში, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება.
„ჩვენ ვამკვიდრებთ სისტემურ მონიტორინგს, რაც საშუალებას მოგვცემს, მუდმივად ვადევნოთ თვალი პროგრამის ეფექტიანობას და დროულად შევიტანოთ ცვლილებები იქ, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება. დასასრულს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძლიერი ფერმერი ნიშნავს ძლიერ სოფელს, ხოლო ძლიერი სოფელი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების გარანტი. ეს პროგრამა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს, როგორც თანამედროვე და ძლიერი აგრარული სახელმწიფოს განმტკიცების გზაზე,"- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების არეალის გაფართოებაზე და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მოლაპარაკებები წარიმართება - პრემიერი საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე
23.04.2026.12:04
მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების არეალის გაფართოებაზე და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მოლაპარაკებები წარიმართება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის მინისტრის ჩინეთში ვიზიტი დამატებით შეუწყობს ხელს ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის.
„ახლა, როდესაც ეკონომიკის მინისტრს აქვს ვიზიტი ჩინეთში, ეს დამატებით შეუწყობს ხელს ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. რაც შეეხება კონკრეტიკას, ეს კონკრეტიკა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც დასრულდება მოლაპარაკებები. ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის, ანაკლიის თემაზეც, ესეც არის ბუნებრივია, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი, მოლაპარაკებები გრძელდება,“- აღნიშნა პრემიერმა.