მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.
მიხეილ ყაველაშვილი ფიცს დადებს პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სპეციალურად დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციაზე, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება.
ინაუგურაციას დაესწრებიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
30.07.2025.15:27
"ქართული ოცნება" ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს. კახა კალაძე თბილისის მერის პორტზე 2017 წელს აირჩიეს და ის საქმანობას 13 ნოემბერიდან შეუდგა.
განათლება და კვალიფიკაცია
2003 - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი
სამსახურეობრივი საქმიანობა
2013 - დღემდე - პარტია„ქართული ოცნების“გენერალური მდივანი
2012 - 2017 - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი
2008 - 2012 - სს„პროგრესბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
2008 - დღემდე - საქველმოქმედო ფონდი„კალაფონდი" დამფუძნებელი
2007 - დღემდე - საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი„კალაკაპიტალი" დამფუძნებელი
სპორტული კარიერა
2010-2012 წწ. კლუბი „ჯენოა"
2001-2010 წწ. იტალიური საფეხბურთო კლუბი „მილანი"
1998-2001 წწ. კლუბი „დინამო კიევი"
1996-2012 წწ. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
1993 წ. კლუბი „დინამო თბილისი"
ჯილდოები:
მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი