მიგრაციის ნაწილში მოწესრიგდება როგორც შრომითი, ისე საზღვრის კვეთის საკითხები, ყველა მიმართულებით გვექნება მკაფიოდ განსაზღვრული კანონმდებლობა - ირაკლი კობახიძე
მიგრაციის ნაწილში მივდივართ გამკაცრების მიმართულებით, ბევრი რამ იყო მოსაწესრიგებელი და მოწესრიგდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იქნება მკაფიოდ განსაზღვრული კანონმდებლობა და მოწესრიგდება როგორც შრომითი, ისე საზღვრის კვეთის საკითხები.
„რეალურად, მივდივართ გამკაცრების მიმართულებით. ბევრი რამ იყო მოსაწესრიგებელი მიგრაციის ნაწილში და მოწესრიგდება როგორც შრომითი საკითხები, ასევე საზღვრის კვეთის საკითხები. ყველა მიმართულებით გვექნება მკაფიოდ განსაზღვრული კანონმდებლობა იმისათვის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ სწორად მოწესრიგდეს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.06.2025.16:29
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა აჭარის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
„სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე დაინიშნა დენის სალუქვაძე, ხოლო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - ედნარ ნატარიძე. სულხან თამაზაშვილმა ახალ მინისტრებს წარმატებები უსურვა და ჯაბა ფუტკარაძეს და ზაზა შავაძეს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის მიზანია რეგიონში განხორციელებული პროექტები და პროგრამები მაქსიმალურად იყოს მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე.