მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.7
-0.0307
flag
AZN 1.5965
-0.0063
flag
CNY 38.172
-0.0151
flag
EUR 3.2007
-0.0092
flag
GBP 3.6638
-0.0158
flag
KZT 49.83
-0.0029
flag
TRY 0.0655
-0.0004
flag
USD 2.7141
-0.0117

მეტი მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს - ჩვენ ერთად სწორედ ამ დევიზით გავაგრძელებთ მუშაობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - ზურაბ აბაშიძე

news image

„მეტი მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს - ჩვენ ერთად სწორედ ამ დევიზით გავაგრძელებთ მუშაობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მიმდინარე სხდომაზე გააკეთა. საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს, ვინც აქტიურად არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში და წარმატებები უსურვა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს.

„მინდა, გამოვეხმაურო საარჩევნო პროცესს, რომელიც უკვე ყველაზე აქტიურ ფაზაშია. 4 ოქტომბერს ჩვენ გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მინდა, ყველა ჩვენს კოლეგას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საარჩევნო კამპანიაში როგორც მაჟორიტარობის კანდიდატებად ან სიითი შემადგენლობის წევრებად, წარმატება ვუსურვო. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებსაც სჯერათ ჩვენი და აქტიურად მონაწილეობენ წინასაარჩევნო შეხვედრებში.მადლობა ყველას, ვისაც სჯერა, რომ კიდევ 4 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აღმშენებლობა ჩვენი დედაქალაქის საკეთილდღეოდ დევიზით: „მეტი მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩევნებში გამარჯვება დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს და მთლიანად პარტია „ქართულ ოცნებას“ უსურვა. მისი თქმით, ეს არის გუნდი, რომელიც დედაქალაქის საკეთილდღეოდ მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image 4 ოქტომბერი იქნება გამარჯვების დღე და მეტი სიკეთის მომტანი თბილისისთვის და მთელი საქართველოსთვის - ნინო ვარდოსანიძე

23.09.2025.15:30

„არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და წინასაარჩევნო პერიოდმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის ერთადერთი რეალური კანდიდატია“, - ამის შესახებ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ნინო ვარდოსანიძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა ქალაქისთვის და ფაქტობრივად, დღე არ გადის ისე, რომ მიმდინარე თუ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდოს თბილისის მცხოვრებლებს.

„მთავარი არის ფაქტები, შედეგი და რეალობა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მომავლის ხედვა და კონკრეტული გეგმა. ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა პროექტებია დაგეგმილი ამა თუ იმ მიმართულებით, რადგან დანამდვილებით ვიცით, რომ ქართული ოცნების და კახი კალაძის პირობებში ყველა ეს დაპირება აუცილებლად შესრულდება. ყველას გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა საარჩევნო პროგრამა, ძალიან კონკრეტული და მნიშვნელოვანი პროექტების ჩამონათვალი, რაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თბილისს კიდევ უფრო ლამაზ, კომფორტულ და ევროპულ ქალაქს გახდის. 4 ოქტომბერი კი იქნება გამარჯვების დღე და მეტი სიკეთის მომტანი თბილისისთვის და მთელი საქართველოსთვის“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნინო ვარდოსანიძემ ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ საარჩევნო დაპირებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქმიანი საუბრის ნაცვლად ოპოზიცია ცრუ მოლოდინებს უქმნის საზოგადოებას, რითიც საკუთარ ამომრჩეველს მორიგ ჯერზეც იმედს გაუცრუებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა