მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7040.5
-0.0624
flag
AZN 1.5888
-0.0143
flag
CNY 37.626
-0.0391
flag
EUR 3.1553
-0.0317
flag
GBP 3.6607
-0.0427
flag
KZT 49.86
-0.008
flag
TRY 0.066
-0.0008
flag
USD 2.701
-0.0253

მერობის კანდიდატის წარდგენის წესი

news image

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებსგანმარტავს.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად,  მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის მერობის თითო კანდიდატი წარადგინოს, ხოლო  ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი. რეგისტრირებულმა პარტიამ მერობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციისათვის საბუთები შესაბამისისაოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის შემთხვევაში - ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (4 სექტემბერი), ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა - არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა (18 აგვისტო). 

 დაუშვებელია ერთი და იმავე პირის ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად წარდგენა

 

რეგისტრირებულმა პარტიამ/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას, რომელიც დამოწმებულია პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების)/ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა ხელმოწერებით, თან უნდა დაურთოს მერობის  კანდიდატის მიერ შევსებულიდა ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ. 

პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და განაცხადის შევსების თარიღთან ერთად მითითებული უნდაიყოს, რომ იგი იმ პარტიის წევრია, რომელი პარტიის მიერაც არის წარდგენილი (არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიის მიერ წარდგენის შემთხვევაში), ან არის უპარტიო, ან თუ დატოვა პარტია კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარმოდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში, ვალდებულია მიუთითოს პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და ამ პარტიის სახელწოდება. თუ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისადრეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია, განაცხადში უნდა მიუთითოს პარტიის სახელწოდება. 

მერობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატისსაარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, თუ აღმოჩნდა, რომ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულიკანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია.

გარდა აღნიშნულისა, განცხადებას უნდა ერთოდეს მერობის კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 1 ცალად, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, საქართველოსმოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და 2 ფოტოსურათი. 

 

√ უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

 

სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:

  • გვარი, სახელი;
  • დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); 
  • სქესი;
  • მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
  • საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
  • სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
  • თანამდებობა (საქმიანობა);
  • საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი;
  • თანხმობა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერად კენჭისყრაზე;
  • ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი. 

 

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს  მე-40 დღისა (25 აგვისტო) შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს მერობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელთა მინიმალური ოდენობა საარჩევნო ოლქების მიხედვით ცესკოს 2025 წლის 5 აგვისტოს №113/2025 განკარგულებით განისაზღვრა.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დაიწყო

15.08.2025.23:44

ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დაიწყო.

თეთრი სახლის ცნობით, რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები ალასკაზე „სამი სამზე“ ფორმატით გაიმართება.

აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

ადმინისტრაციის განცხადებით, თავდაპირველად დაგეგმილი იყო ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა პირისპირ ფორმატით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა