მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7026.7
-0.0022
flag
AZN 1.617
0.0002
flag
CNY 37.729
0.0007
flag
EUR 3.1224
-0.0076
flag
GBP 3.6597
0.0005
flag
KZT 53.42
0.0024
flag
TRY 0.0716
-0.0001
flag
USD 2.7496
0.0004

მე ვრჩები ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი. წინასწარ მე არაფრის თქმა არ შემიძლია, მომიწევს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნება, წინასწარ ამაზე ნუ ვიმარჩიელებთ

news image

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიტიკისდან წასვლის შესახებ მისი განცხადება მის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით არსებულ სპეკულაციებს დაასრულებს. 

„მე გითხარით, რომ პოლიტიკაში ახლა არ ვრჩები. მე ვრჩები ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი, მისი გუნდის ერთგული მხარდამჭერი და ჯარისკაცი. დღეს მე გადავწყვიტე, რომ გავიდე პოლიტიკიდან. წინასწარ, რა თქმა უნდა, მე არაფრის თქმა არ შემიძლია, მომიწევს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნება. შეიძლება, აღარ მომიწიოს, შეიძლება, მომიწიოს, წინასწარ ამაზე ნუ ვიმარჩიელებთ. დაველოდოთ, მივყვეთ ცხოვრებას და ყველას გისურვებთ წარმატებებს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შოთა ბერეკაშვილმა ევროპარლამენტში მიმდინარე ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმში მიიღო მონაწილეობა

25.04.2025

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ევროპარლამენტში მიმდინარე ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმში მიიღო მონაწილეობა.

 

როგორც შოთა ბერეკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ენერგო სფეროს განვითარება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. მან ხაზი გაუსვა ქართული ენერგეტიკის განვითარების საფუძვლებს და 4 ძირითადი მიმართულება გამოყო: ენერგოდამოუკიდებლობა, როგორც საქართველოს სტრატეგიული მიზანი; ინვესტიციების დივერსიფიკაცია ენერგეტიკაში; საქართველო, როგორც რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული ჰაბი; შავი ზღვის წყალქვეშა სადენის პროექტისაქართველოს პირდაპირი კავშირი ევროკავშირთან.

 

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს 2030 წლისთვის სრული ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა. ეს ნიშნავს, რომ შიდა ენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს ეროვნულ მოხმარებას, რაც გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და გაზრდის რეგიონულ სტაბილურობას.

 

 

ენერგო სფეროს განვითარება ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მზად ვართ, საბაზრო ლიბერალიზაციისთვის, შესაბამისი რეფორმებისთვის, გვსურს ღია და ლიბერალური ბაზარი. ეს ინვესტიციებისთვის კარგ შესაძლებლობას შექმნის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციების წყაროთა მრავალფეროვნება, როგორც ევროკავშირიდან, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან", -  აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

 

მისივე ინფორმაციითსტრატეგიული მდებარეობის, მზარდი ენერგოპოტენციალისა და ინტეგრაციის პროექტების საფუძველზე, საქართველო განიხილება როგორც ენერგეტიკული ჰაბისამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის რეგიონის და ევროკავშირის დამაკავშირებელი რგოლი. შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, ენერგეტიკული ჰაბის როლი გააძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ სტატუსს, ზრდის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას.

 

ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლისთვის ჩვენი კანონმდებლობა სრულ თანხვედრაში იყოს ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან - ეს არის ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი.

 

ამ თვალსაზრისით, შავი ზღვის ელექტროსადენის პროექტი, ჩვენი ენერგო სფეროს განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ცენტრალური პროექტია", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

 

აგრეთვე  მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს, საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა