მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.6
-0.0049
flag
AZN 1.5927
-0.0005
flag
CNY 37.788
-0.007
flag
EUR 3.1783
-0.0042
flag
GBP 3.645
-0.0227
flag
KZT 49.68
-0.0019
flag
TRY 0.0668
-0.0001
flag
USD 2.7086
-0.0008

მე არ მახსენდება, რომ ოპოზიციურ მედიას ერთი რეპორტაჟი მაინც გაეკეთებინოს იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს - ზურაბ აბაშიძე

news image

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში, სრულად ამორტიზებული შენობიდან მიმდინარე აღსრულების პროცესს გამოეხმაურა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ თემაზე უკვე ამომწურავი  პასუხი გასცა თბილისის მერმა კახა კალაძე. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციური მედია არ აშუქებს იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც დედაქალაქის განვითარების მიმართულებით ხორციელდება.

„იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება თვალჭრელიძის ქუჩაზე,  ყველა სპეკულაციაზე გუშინ ამომწურავად ისაუბრა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მე მხოლოდ იმას დავამეტებ, რომ არ მახსენდება, ოპოზიციურ მედიას ერთი რეპორტაჟი მაინც გაეკეთებინოს იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს. კონკრეტულად,  ავარიული ბინების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც მუნიციპალიტეტმა  2021 წელს დაიწყო, ასევე უსახლკაროთა ბინებით უზრუნველყოფის პროგრამა  - არცერთი ეს თემა არც ერთ ოპოზიციურ მედიას არ გაუშუქებია, რაც   სავალალოა,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ოპოზიციისა და რიგი არასამთავრობოების მხრიდან წამოწყებული კამპანია კახა კალაძის წინააღმდეგაა მიმართული - ნიკოლოზ კახეთელიძე

25.07.2025.17:27

თვალჭრელიძის ქუჩაზე განხორციელებულ აღსრულების პროცესს დღეს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ოპონენტების მიერ თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასა და თვალჭრელიძის ქუჩაზე განხორციელებულ აღსრულების პროცესს შორის პარალელის გავლება არასწორია. ნიკოლოზ კახეთელიძის განმარტებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე კერძო მესაკუთრემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რათა იქ შეჭრილი ხალხის გამოსახლება მომხდარიყო. რაც შეეხება თევდორე მღვდლის ქუჩას, ნიკოლოზ კახეთელიძის თქმით, აქ საქმე ადამიანების საკუთრებაში არსებულ ფართებს ეხებოდა. როგორც ნიკოლოზ კახეთელიძემ განაცხადა, ოპოზიციისა და რიგი არასამთავრობოების მხრიდან წამოწყებული კამპანია მხოლოდ და მხოლოდ კახა კალაძის წინააღმდეგაა მიმართული.

„თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ობიექტში თბილისში რეგისტრირებული მხოლოდ ცხრა ოჯახი ცხოვრობდა. ბოლო ორი წელია თბილისის მერია ავარიული შენობიდან ქირით გაყვანის შესახებ მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ ცხრიდან ექვსმა ოჯახმა გამოსვლაზე ოფიციალური უარი განაცხადა, რაც დოკუმენტაციით დასტურდება. ეს მშვენივრად იციან ჩვენმა ოპონენტებმა, მაგრამ ამ კამპანიას კახა კალაძის წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებენ, “- განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა