მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება სრულად ემყარება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს მზარდი ეკონომიკა, გაუმჯობესებული განათლება - ლევან ჟორჟოლიანი

news image

2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს მზარდი ეკონომიკა, გაუმჯობესებული განათლება, უკეთესი ჯანდაცვის და სოციალური სერვისები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უკეთესი მმართველობა, განსაკუთრებით, თვითმმართველობის დონეზე, მეტი დეცენტრალიზაცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტაბილური და მშვიდობიანი გარემო, ვინაიდან, ამის გარეშე შეუძლებელია ამ მიზნების მიღწევა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საქართველოსა და გაეროს შორის 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება სრულად ემყარება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

„მინდა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით, შევაჯამო საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის არსებული თანამშრომლობა 2021-2025 წლების ფარგლებში და ასევე, ვისაუბრო სამომავლო გეგმებზე. 

პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო გაეროს მთელ გუნდს 50-წლიანი მოღვაწეობისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განახორციელეს. ასევე, მინდა, გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისს გადავუხადო დიდი მადლობა ძალიან აქტიური პარტნიორული თანამშრომლობისთვის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან. 

დღეს ხელი ეწერება ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს. ეს არის მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება 2026-2030 წლების. ჩვენ ვფიქრობთ და გვწამს, რომ ყოველი ახალი თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს წინა გამოცდილებას. წინა გამოცდილება კი დაგროვდა 2021-2025 წლების ხელშეკრულების ძალიან კარგი ანალიზით, ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, ასევე იმ შეფასების ანგარიშებით, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებდით, ვამზადებდით. ასევე, ჩვენ შევქმენით მაღალი დონის საბჭო, რომელშიც არიან გაერთიანებულები ყველა სამინისტროს თანამშრომლები. აქვე, მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და სამინისტროებს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ამ პროცესში ჩართულობისთვის. მათ გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა, როგორც ამ დოკუმენტის მომზადება, ასევე აღსრულების მექანიზმი. სწორედ ამ ყველაფერმა, ამ მექანიზმებმა მოგვცა იმის საშუალება, მიგვეღო ჩარჩო დოკუმენტი, რომელსაც აქვს 4 ძირითადი მიმართულება. 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს მზარდი ეკონომიკა, გაუმჯობესებული განათლება, უკეთესი ჯანდაცვის და სოციალური სერვისები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უკეთესი მმართველობა, განსაკუთრებით, თვითმმართველობის დონეზე, მეტი დეცენტრალიზაცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტაბილური და მშვიდობიანი გარემო, ვინაიდან, ამის გარეშე შეუძლებელია ამ მიზნების მიღწევა. 

კიდევ ერთხელ, მინდა გამოვარჩიო ეს დოკუმენტი, ვინაიდან, აღნიშნული დოკუმენტი სრულად ემყარება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, ყველა ის პროექტი, რომელიც განხორციელდება ამ ჩარჩო დოკუმენტის შესაბამისად, იქნება შესაბამისი საქართველოს ეროვნული ინტერესების.

მინდა, მადლობა გადავუხადოთ გაეროს გუნდს, სააგენტოებს, ასევე - სამინისტროებს აქტიური მონაწილეობისთვის. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული პროცესი, რომელიც რეალურ შედეგებს მოუტანს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

 
news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შვეიცარული კომპანიის მიერ საქართველოში ჩატარებული მყინვარების კვლევის მიხედვით, არ არსებობს მყისიერი საფრთხე, რისკების დაზღვევის მიზნით დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემები, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი - ლევან ჟორჟოლიანი

16.01.2026.16:31

შვეიცარიული კომპანია GEOTEST-ის მიერ საქართველოში ჩატარებული მყინვარების მასშტაბური კვლევის დასკვნის მიხედვით, არ არსებობს მყისიერი, უშუალო საფრთხე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, კვლევის თანახმად, რისკების მართვისა და პრევენციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს.

„ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი, სადაც გაერთიანებული იქნება ყველა ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თავისი კომპეტენციებიდან გამომდინარე", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა