მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7067.5
-0.0008
flag
AZN 1.5946
-0.0002
flag
CNY 37.782
0.001
flag
EUR 3.1568
0.0143
flag
GBP 3.646
0.0123
flag
KZT 50.89
0.0014
flag
TRY 0.0672
-0.0001
flag
USD 2.7118
-0.0003

მაშინ როდესაც 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტი მოლდოვაზე 2,4 მლრდ დოლარით მეტი იყო, 2025 წელს ჩვენი ბიუჯეტი მოლდოვისას 4,8 მლრდ დოლარით აღემატება, ანუ ხუთ წელიწადში ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტებს შორის სხვაობა - შალვა პაპუაშვილი

news image

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ცხრილს 2021-2024 წლებში საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკური ზრდის შედარების შესახებ.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, მაშინ როდესაც 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტი მოლდოვაზე 2,4 მილიარდი დოლარით მეტი იყო, 2025 წელს ჩვენი ბიუჯეტი მოლდოვისას 4,8 მილიარდი დოლარით აღემატება.

„ამ ცხრილებში მოცემულია საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკური ზრდის შედარება 2021-2024 წლებში.

მაშინ როცა 2021 წელს, მოლდოვა - 13,9%-იანი ეკონომიკური ზრდით - ჩვენზე ძლიერადაც კი გამოვიდა კოვიდით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიიდან, ომის დაწყებისთანავე ის მწვავე ეკონომიკურ სტაგნაციაშია, ნულს ქვემოთ და ნულთან ახლოს მაჩვენებლებით.

მაშინ როდესაც 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტი მოლდოვაზე 2,4 მილიარდი დოლარით მეტი იყო, 2025 წელს ჩვენი ბიუჯეტი მოლდოვისას 4,8 მილიარდი დოლარით აღემატება, ანუ ხუთ წელიწადში ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტებს შორის სხვაობა.
ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მოლდოვას კანდიდატობაც მისცეს, მოლაპარაკებების გახსნაც, ზეციურ მანანასაც დაჰპირდნენ და განვითარების მაგალითადაც კი უნდათ რომ დაგვიყენონ, ჩვენ კი უსამართლო თავდასხმების და საბჭოური სტილის მუქარის ობიექტი გაგვხადეს.

მაშ რა მოხდა? რა გავაკეთეთ ან არ გავაკეთეთ ჩვენ, რის შედეგადაც, ეკონომიკური ზრდით, ყველა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით ლიდერი ვართ, მოლდოვაში კი მწვავე ეკონომიკური სტაგნაციაა?

პასუხი ნათელია, ვიმოქმედეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და არა ბრიუსელის მითითებებით, რომელსაც რომ ავყოლოდით, დღეს ეკონომიკურად და ფიზიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით.

ეს ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, იმის გასააზრებლად, რომ არავინ ჩვენი ქვეყნის ინტერესს თავისაზე მაღლა არ დააყენებს. ეს გაკვეთილი მივიღეთ, როდესაც კიევმა მებრძოლების ოფიციალური გაგზავნა მოგვთხოვა; ეს გაკვეთილი მივიღეთ, როდესაც ბრიუსელმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვა მოგვთხოვა; ამ გაკვეთილს ვიღებთ, როდესაც ლამაზი სიტყვებით ამბობენ, რომ უკრაინა ევროკავშირის ფრონტის წინა ხაზია, მაგრამ იმ ფრონტზე საკუთარი სისხლის დაღვრა არ უნდათ“, - წერს იგი.

 
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

18.07.2025.11:11

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან, ალპარსლან ბაირაქტართან, რომლის დროსაც მხარეები განიხილავენ ენერგეტიკის სექტორში ორი ქვეყნის თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატში. შეხვედრას დაესწრებიან თურქეთის ენერგეტიკული საწარმოების წარმომადგენლები.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა