მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7115.9
-0.0038
flag
AZN 1.6057
0
flag
CNY 37.996
-0.0009
flag
EUR 3.1238
0.0049
flag
GBP 3.6852
-0.0006
flag
KZT 53.62
-0.0009
flag
TRY 0.0697
0.0001
flag
USD 2.7306
0

მარიამ ქვრივიშვილმა ტაილანდის ავიაკომპანიის Thai AirAsia X - ის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა

news image

ტაილანდის ავიაკომპანიის Thai AirAsia X - ის მიერ საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების დაწყების შესაძლებლობა განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ტაილანდის ავიაკომპანიის წარმომადგენლებს ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ვითარება, ზრდადი საავიაციო სტატისტიკა და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის საავიაციო პოლიტიკა მიმართულია ბაზრების დივერსიფიკაციისკენ, აგრეთვე ფრენების სიხშირეებისა და მიმართულებების ზრდისკენ

როგორც შეხვედრის შემდეგ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ავიაკომპანია Thai AirAsia X - სთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები რეგულარული ფრენების საქართველოში დაწყებაზე. „ვიმედოვნებთ, რომ ტაილანდსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე დაიწყება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ვფიქრობთ, რომ ტაილანდი იქნება ახალი მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც გააძლიერებს ტურიზმსა და ავიაციას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.    

შეხვედრას ასევე დაესწრნენ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image უნგრეთთან მეორე სამიტი თანამშრომლობის, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებას შეეხებოდა - ლევან დავითაშვილი

12.06.2025.09:53

მეორე სამიტი, რომელიც გაიმართა უნგრეთის ხელისუფლებასთან, ვფიქრობ, რომ იყო ძალიან საინტერესო და შეეხებოდა თანამშრომლობის, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებას, რაზეც პრემიერ-მინისტრებმაც გააკეთეს განცხადება. სამიტი შეეხო როგორც სპორტს, კულტურას, განათლებას, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას ფაქტიურად ყველა მიმართულებით, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ეხმარება ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში იმიტომ, რომ უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერია, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე," - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველო - უნგრეთის მთავრობათაშორისი მეორე სამიტი, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა.

 

რაც შეეხება სამიტის კონკრეტულ შედეგებს, პირველმა ვიცე-პრემიერმა ეკონომიკის ცალკეულ დარგებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს უნგრეთთან ვაჭრობის კუთხით აქვს წინსვლა - 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 14 პროცენტით გაიზარდა. გარდა ამისა, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა ნაყოფიერ თანამშრომლობას ტრანსპორტის, კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სფეროში. მისი თქმით, უნგრეთის ავიაკომპანია WizzAir - ი საქართველოში წარმომადგენლობას აფართოებს და დღეს საქართველოს ავიაბაზრის ნომერი პირველი ავიახაზებია, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაახლოებით 28 მიმართულებასთან აკავშირებს.

 

ამის მიუხედავად, პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობის არსებული დონე არასაკმარისია. „ორივე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ არის საკმარისი და საკმარისად არ გვაქვს ათვისებული თანამშრომლობის პოტენციალი, ამიტომ ჩვენ დავიგეგმეთ, რომ ის პლატფორმები, რომლებიც ორმა ქვეყანამ შექმნა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, კერძო სექტორმა უფრო მეტად აქტიურად უნდა გამოიყენოს," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულებაზე ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ, ასევე უნგრეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ მემორანდუმებზე კონკრეტულ სექტორებში თანამშრომლობის კუთხით.

 

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში განხორციელდეს. ამისთვის ჩვენ, ორივე ქვეყნის ხელისუფლებას გვექნება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორთან, რათა შესაძლებლობები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით არსებობს, უკეთ გამოვიყენოთ. კონკრეტულად შევეხეთ თანამშრომლობას ენერგეტიკაში, სატრანსპორტო სფეროში, საინვესტიციო მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ვაჭრობის კიდევ უფრო გაზრდის კუთხით," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა