მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.6
-0.0049
flag
AZN 1.5927
-0.0005
flag
CNY 37.788
-0.007
flag
EUR 3.1783
-0.0042
flag
GBP 3.645
-0.0227
flag
KZT 49.68
-0.0019
flag
TRY 0.0668
-0.0001
flag
USD 2.7086
-0.0008

მარიამ ქვრივიშვილმა ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ეკატერინე სისაური წარუდგინა

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებს უწყების ახალი გენერალური დირექტორი, ეკატერინე სისაური წარუდგინა, რომელიც ამ დრომდე ფინანსურ და ქონების მართვის საკითხებში კორპორაციის დირექტორის პოსტს იკავებდა. 

 „ეკატერინე უკვე არაერთი წელია, ამ სისტემაში მუშაობს, დარგის გამოცდილი პროფესიონალია და დეტალურად იცნობს ნავთობის და გაზის კორპორაციის საქმიანობას.  თავად კორპორაცია ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით, შრომით და თავდადებით კიდევ უფრო მეტ ახალ, მნიშვნელოვან პროექტებს გავაკეთებთ, უწყება, მთლიანად მისი გუნდი კი წარმატებულად იმუშავებთ ახალ ხელმძღვანელთან ერთად", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

კორპორაციის ახალი გენერალური დირექტორის წარდგენას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე.

ეკატერინე სისაურს ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  ნავთობისა და გაზის კორპორაციაში საქმიანობა მან 2018 წლიდან დაიწყო -  ქონების მართვის მიმართულებით დირექტორის პოზიციაზე. 2022 წლის ივნისიდან კი, პოზიციების შერწყმის შედეგად, მისი თანამდებობა განისაზღვრა როგორც დირექტორი ფინანსურ და ქონების მართვის საკითხებში. ამასთან, ეკატერინე სისაური სხვადასხვა დროს იკავებდა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო"-ს თავმჯდომარის, სსიპ იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალის მენეჯერის მოადგილის, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტებს და ა.შ.

ეკატერინე სისაურს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი აქვს.

ეროვნული კომპანიის სტატუსის მქონე, დივერსიფიცირებული საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ინვესტორებთან გაფორმებულ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებებში სახელმწიფოს ინტერესებს იცავს. კორპორაცია, როგორც საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის მფლობელი, წამყვან როლს ასრულებს სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ოპოზიციისა და რიგი არასამთავრობოების მხრიდან წამოწყებული კამპანია კახა კალაძის წინააღმდეგაა მიმართული - ნიკოლოზ კახეთელიძე

25.07.2025.17:27

თვალჭრელიძის ქუჩაზე განხორციელებულ აღსრულების პროცესს დღეს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ოპონენტების მიერ თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასა და თვალჭრელიძის ქუჩაზე განხორციელებულ აღსრულების პროცესს შორის პარალელის გავლება არასწორია. ნიკოლოზ კახეთელიძის განმარტებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე კერძო მესაკუთრემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რათა იქ შეჭრილი ხალხის გამოსახლება მომხდარიყო. რაც შეეხება თევდორე მღვდლის ქუჩას, ნიკოლოზ კახეთელიძის თქმით, აქ საქმე ადამიანების საკუთრებაში არსებულ ფართებს ეხებოდა. როგორც ნიკოლოზ კახეთელიძემ განაცხადა, ოპოზიციისა და რიგი არასამთავრობოების მხრიდან წამოწყებული კამპანია მხოლოდ და მხოლოდ კახა კალაძის წინააღმდეგაა მიმართული.

„თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ობიექტში თბილისში რეგისტრირებული მხოლოდ ცხრა ოჯახი ცხოვრობდა. ბოლო ორი წელია თბილისის მერია ავარიული შენობიდან ქირით გაყვანის შესახებ მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ ცხრიდან ექვსმა ოჯახმა გამოსვლაზე ოფიციალური უარი განაცხადა, რაც დოკუმენტაციით დასტურდება. ეს მშვენივრად იციან ჩვენმა ოპონენტებმა, მაგრამ ამ კამპანიას კახა კალაძის წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებენ, “- განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა