მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და ამ ურთიერთობის ფარგლებში ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას ეკონომიკის ისეთ სექტორებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი, ინვესტიციები და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები ძალიან ინტენსიური და მრავალმხრივია, რაც გამოიხატება წლიდან წლამდე მზარდ სტატისტიკურ მაჩვენებლებშიც, მათ შორის, აღსანიშნავია ექსპორტ-იმპორტის, სატრანსპორტო გადაზიდვების, ტურიზმის, საჰაერო-სამგზავრო გადაყვანების, ელექტროენერგიით ვაჭრობის მზარდი დინამიკა და ზოგადად, ის ტენდენციები, რაც ხაზს უსვამს თურქეთის, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი სახელმწიფოს როლს. მარიამ ქვრივიშვილმა და ალი ქაან ორბაიმ ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რომლებიც საქართველო-თურქეთის სამთავრობო და კერძო ბიზნესწრეების აქტიური ჩართულობით უნდა განხორციელდეს, მათ შორის, განიხილეს უახლოეს პერიოდში დაგეგმილი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის, ასევე თურქეთის ვაჭრობის მინისტრის საქართველოში ვიზიტისა და ამ ვიზიტის ფარგლებში ბიზნესფორუმის გამართვის საკითხები, რომელშიც ორივე ქვეყნის 300-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

თურქეთის ელჩმა მარიამ ქვრივიშვილს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ეკონომიკის სამინისტრო, თურქეთის შესაბამის უწყებებთან ერთად კვლავ მაქსიმალურ ძალისხმევას მოახმარს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე განვითარებას.

თურქეთის ელჩთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, გივი ზედელაშვილი ესწრებოდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

15.07.2025.17:12

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

უწყების ინფორმაციით, პირადი განცხადებების საფუძველზე, თანამდებობები დატოვეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა და გასულ კვირას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა.

ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტს ალექსანდრე სოხაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) გენერალურ დირექტორად თორნიკე ყაზარაშვილი დაინიშნა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა