მარიამ ქვრივიშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თავმჯდომარე გივი დავითაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი მოსეშვილი და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ისრაელი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით. მისი თქმით, ტრადიციულად მზარდია ორ ქვეყანას შორის როგორც ტურისტული ნაკადების დინამიკა, ისე ფრენების სიხშირეთა რაოდენობა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოსა და ისრაელს შორის ამჟამად რეგულარულ სამგზავრო ფრენებს, ჯამში, 4 ავიაკომპანია კვირაში საშუალოდ 76 სიხშირით ასრულებს. მისი თქმით, 2024 წელს 2019 წელთან შედარებით ისრაელში ფრენების სიხშირე გაორმაგდა და კვირაში 70 სიხშირე შეადგინა.
რაც შეეხება ისრაელიდან ტურისტულ ნაკადებს, მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2024 წელს ის წინა წელთან შედარებით 43 პროცენტით გაიზარდა. მისი თქმით, ეს ტენდენცია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაგრძელდა და 72.9 პროცენტით გაიზარდა, შედეგად, ე.წ. Top 15 ქვეყანას შორის ისრაელი მეოთხე ადგილზეა.
როგორც შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მიესალმება, თუკი ისრაელის ავიაკომპანიები ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებენ. „ქუთაისის აეროპორტს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ინტერესია, მეტმა ავიაკომპანიამ მეტი მიმართულებით და სიხშირით შეასრულოს ფრენა ამ აეროპორტიდან, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას ქუთაისსა და იმერეთის მხარეში," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
25.04.2025
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ევროპარლამენტში მიმდინარე ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმში მიიღო მონაწილეობა.
როგორც შოთა ბერეკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ენერგო სფეროს განვითარება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. მან ხაზი გაუსვა ქართული ენერგეტიკის განვითარების საფუძვლებს და 4 ძირითადი მიმართულება გამოყო: ენერგოდამოუკიდებლობა, როგორც საქართველოს სტრატეგიული მიზანი; ინვესტიციების დივერსიფიკაცია ენერგეტიკაში; საქართველო, როგორც რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული ჰაბი; შავი ზღვის წყალქვეშა სადენის პროექტი – საქართველოს პირდაპირი კავშირი ევროკავშირთან.
შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს 2030 წლისთვის სრული ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა. ეს ნიშნავს, რომ შიდა ენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს ეროვნულ მოხმარებას, რაც გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და გაზრდის რეგიონულ სტაბილურობას.
„ენერგო სფეროს განვითარება ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მზად ვართ, საბაზრო ლიბერალიზაციისთვის, შესაბამისი რეფორმებისთვის, გვსურს ღია და ლიბერალური ბაზარი. ეს ინვესტიციებისთვის კარგ შესაძლებლობას შექმნის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციების წყაროთა მრავალფეროვნება, როგორც ევროკავშირიდან, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სტრატეგიული მდებარეობის, მზარდი ენერგოპოტენციალისა და ინტეგრაციის პროექტების საფუძველზე, საქართველო განიხილება როგორც ენერგეტიკული ჰაბი — სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის რეგიონის და ევროკავშირის დამაკავშირებელი რგოლი. შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, ენერგეტიკული ჰაბის როლი გააძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ სტატუსს, ზრდის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას.
„ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლისთვის ჩვენი კანონმდებლობა სრულ თანხვედრაში იყოს ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან - ეს არის ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი.
ამ თვალსაზრისით, შავი ზღვის ელექტროსადენის პროექტი, ჩვენი ენერგო სფეროს განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ცენტრალური პროექტია", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს, საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანაა.