მარიამ ქვრივიშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, არმიდა სალსია ალისჯაბანას შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის, განახლებადი ენერგეტიკის, ენერგოეფექტურობის, ციფრული ტრანსფორმაციის, მწვანე ტრანსპორტის განვითარებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელშიც არმიდა სალსია ალისჯაბანა 22 ოქტომბერს მიიღებს მონაწილეობას და პანელურ დისკუსიაზე - Rewiring Global Trade სიტყვით გამოვა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისია (ESCAP) აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ინკლუზიური სამთავრობათშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის 53 წევრ სახელმწიფოსა და 9 ასოცირებულ წევრს შორის მდგრადი განვითარების მიმართულებით. არმიდა სალსია ალისჯაბანა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილისა და აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს.
სხვა სიახლეები
ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას - ირაკლი კობახიძე
05.12.2025.15:37
ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის თქმით, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას.
„მასშტაბური მშენებლობები მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს. სულ ახლახან, ქუთაისში, 850-ზე მეტმა ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა. მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას. ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, რომელიც დააჩქარებს განსახლების კუთხით შესაბამისი პროცესების წარმართვას. ჩვენი მიდგომა კომპლექსურია - ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ კედლებს. ჩვენ ვქმნით სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს სკვერებით, სტადიონებითა და ბავშვთა გასართობი მოედნებით, რათა თქვენ და თქვენმა შვილებმა ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში იცხოვროთ. ამასთან, ჩვენ არასდროს ვივიწყებთ მთავარს - ჩვენი ოცნება და მიზანია დავბრუნდეთ ჩვენს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დავბრუნდეთ საკუთარ სახლებში. გილოცავთ ახალმოსახლეობას და გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენს ახალ სახლებში“, - განაცხადა პრემიერმა.