მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0064
flag
AZN 1.5907
-0.0015
flag
CNY 37.678
-0.0029
flag
EUR 3.1366
-0.0166
flag
GBP 3.6275
-0.018
flag
KZT 50.32
-0.0002
flag
TRY 0.066
-0.0001
flag
USD 2.7051
-0.0017

მარიამ ქვრივიშვილი ბიზნეს ინსაიდერში

news image

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოში სასამართლოს ეფექტიანობის წლიური შეფასება გაუმჯობესდა და ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 ქვეყანას უსწრებს

22.08.2025.11:55

ევროკომისიამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს სისტემის ეფექტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა.

საქართველოს მაჩვენებელი წლიური გაანგარიშებით 0,5 პუნქტით გაუმჯობესდა და შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 55.3% მიიღო. სასამართლოს ეფექტიანობით საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ბალტიის ქვეყნების შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

სასამართლოს ეფექტიანობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 სახელმწიფოს: პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და მონტენეგროს. რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სხვა ქვეყნებიც: სერბეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა, მოლდოვა და უკრაინა. ამასთან მოლდოვა და უკრაინა, რუსეთთან და ბელარუსთან ერთად ევროპის უკანასკნელ ოთხეულშია და მათი შეფასება 100%-იანი სისტემით 32%-ზე დაბალია.

მსოფლიოში სასამართლო სისტემის ეფექტიანობა შეფასდა სამი კრიტერიუმით: სასამართლოს დამოუკიდებლობა; სასამართლო პროცესის ხარისხი; საჯარო მომსახურების ხარისხისა და საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობის აღქმა.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასებით: „სათანადოდ მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო აუცილებელია ყველა მოქალაქის უფლებების დასაცავად სხვა პირების, მათ შორის მთავრობებისა და გავლენიანი კერძო პირების უკანონო ქმედებებისგან. სასამართლო ეფექტიანობა მოითხოვს ეფექტურ და სამართლიან სასამართლო სისტემებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას კანონის სრული დაცვა და დარღვევების წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება.“

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენი აწარმოებს.

ანგარიში ეყრდნობა „ფრიდომ ჰაუსის“ და მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროფილულ გამოკვლევებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა