მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს
საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს, - განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მდინარაძეს ასევე დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა.
მდინარაძე მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობას იკავებდა.
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე - საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა
21.04.2026.18:26
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში სამი ვიცე-პრემიერი იქნება.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში იქნება სამი ვიცე-პრემიერი,"- აღნიშნა პრემიერმა.