მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7017.7
-0.0018
flag
AZN 1.5846
-0.0015
flag
CNY 37.515
-0.0019
flag
EUR 3.1381
0.0014
flag
GBP 3.6261
0.0038
flag
KZT 49.6
-0.0033
flag
TRY 0.0662
-0.0001
flag
USD 2.6948
-0.0016

მამუკა ხაზარაძე არის საერთაშორისო დონეზე დადასტურებული თაღლითი. მისი თაღლითობა დადასტურდა ქართულ სასამართლოში, პარიზისა და ვაშინგტონის არბიტრაჟებში - შალვა პაპუაშვილი

news image

მამუკა ხაზარაძე არის საერთაშორისო დონეზე დადასტურებული თაღლითი. მისი თაღლითობა დადასტურდა ქართულ სასამართლოში, პარიზისა და ვაშინგტონის არბიტრაჟებში. ამას დაემატა მისი საგადასახადო თაღლითობა გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავებით, სადაც გადასახადებს მალავდა და მათ შორის, როდესაც საკუთარი ბანკიდან 17 მილიონი გააქრეს მან და ბადრი ჯაფარიძემ, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

„ჩვენ ერთი რამე გვაინტერესებს. 6-მილიონნახევარი დოლარი, რომელიც ვაშინგტონის ალბიტრაჟმა დააკისრა მის პარტნიორს, გადაიხადეს უკვე თუ არა ბიუჯეტში. ჩვენ ველით, რომ ბიუჯეტში შემოვიდეს 6-მილიონახევრი დოლარი ხაზარაძის და მისი გარემოცვის თაღლითობისგან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. 

მამუკა ხაზარაძე პიტერ ფიშერისგან და გერმანიის საელჩოსგან მიღებულ შემოსავალს ქონებრივ დეკლარაციაშიც მალავს.

ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვინ იქნებიან 63 მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები - სრული სია

11.08.2025.17:07

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე წარუდგინა. 

ესენი არიან: ახმეტაში: ალექსი ფიცხელაური; გურჯაანში: გიორგი მაჭავარიანი; დედოფლისწყაროში: ნიკოლოზ ჯანიაშვილი; ლაგოდეხში: ჯონდო მდივნიშვილი; სიღნაღში: მალხაზ ბეგიაშვილი ყვარელში- ილია მზექალაშვილი; საგარეჯოში- ვახტანგ კაკუტაშვილი, თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე - ვაჟა მაღრაძე. რუსთავში: ნინო ლაცაბიძე

გარდაბანში: დავით კარგარეთელი - დმანისში: კობა მურადაშვილი - წალკაში: ილია საბაძე მარნეულში დაური ისმაილოვი თეთრიწყაროში თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე - მიხეილ აფციაურს; ბოლნისში ზამური ჭითანავა მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერი- ლევან წიკლაური თიანეთის მუნიციპალიტეტში.

მცხეთაში გოგი აბუაშვილი; დუშეთში დუშეთის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე- კახაბერ ჩიტაური ყაზბეგში- კობა გელაძე გორში: კონსტანტინე ბუზალაძე - ქარელში: ზაზა გულიაშვილი - კასპში: ვახტანგ მაისურაძე ხაშურში პაატა ჩადუნელი ადიგენში: გოჩა ქიმაძე.

ასპინძაში: როსტომ მაგრაქველიძე - ახალქალაქში: მელქონ მაკარიანი - ნინოწმინდაში: ანივარდ მოსოიანი ახალციხეში ვარლამ წიკლაური ბორჯომში მამუკა გელაშვილი ქუთაისში: დავით ერემეიშვილი - საჩხერეში: ლევან ივანაშვილი - ჭიათურაში: გივი მოდებაძე - ხარაგაულში: კობა ლურსმანაშვილი - თერჯოლაში: მანუჩარ რობაქიძე - ვანში: ალექსანდრე გოგორიშვილი - სამტრედიაში: დავით ბახტაძე - ხონში: ლადო ჯურხაძე - წყალტუბოში: გენადი ბალანჩივაძე ბაღდათში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ნოდარ გიორგიძე; ზესტაფონში ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე; ტყიბულში - დავით კუბლაშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეებს. ესენია: - ცაგერში: ჭაბუკი ჭაბუკიანი - ლენტეხში: გიორგი გაზდელიანი ამბროლაურში - ზაზა ქევანიშვილს, ონში - დავით ლობჟანიძეს. - ფოთში: ბექა ვაჭარაძე - ხობში: დავით ბუკია - სენაკში: ვახტანგ გადელია - აბაშაში: გიგა გაბელაია - მესტიაში: კაპიტონ ჟორჟოლიანი ზუგდიდში- დათო კოდუა; ჩხოროწყუში ყოფილი პარლამენტარი - ჯუმბერ იზორია; მარტვილში- გიორგი ნაჭყებია; წალენჯიხაში - ნიკა კანკია. 

გურიაში მოქმედ მერს - ალექსანდრე სარიშვილს წარვადგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება- პაატა კუნჭულია; ჩოხატაურში ჩოხატაურის მერის მოქმედი მოადგილე - მინდია ჟღერია.

აჭარაში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 6-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია: - ქობულეთში: ირაკლი ცეცხლაძე - ხელვაჩაურში: ზაზა დიასამიძე - შუახევში: ომარ ტაკიძე 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოქმედ დეპუტატებს. ესენია: - ქედაში: მამუკა თურმანიძე - ხულოში: ვახტანგ ბერიძე.

ბათუმში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი - გიორგი ცინცაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა