მაკა ბოჭორიშვილი UNESCO-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა
 
            UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა UNESCO-ს გენერალურ დირექტორთან, ოდრე აზულესთან.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და UNESCO-ს შორის არსებული თანამშრომლობა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით და განიხილეს ურთიერთობების შემდგომი პერსპექტივები.
მაკა ბოჭორიშვილმა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტების მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის საკითხს.
ოდრე აზულემ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს UNESCO-ს საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის.
 
            
            
        სხვა სიახლეები
 დარწმუნებული ვარ, 4 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში თბილისელებს საქმიანობის ანგარიშს წარვუდგენთ, ყველა ის პროექტი, რომლებიც თბილისის მერმა წარმოადგინა, შესრულებული იქნება - თინათინ ნიბლოშვილი
                დარწმუნებული ვარ, 4 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში თბილისელებს საქმიანობის ანგარიშს წარვუდგენთ, ყველა ის პროექტი, რომლებიც თბილისის მერმა წარმოადგინა, შესრულებული იქნება - თინათინ ნიბლოშვილი
                31.10.2025.16:38
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის შემადგენლობა წარადგინა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, თბილისის საკრებულოს წევრებს და დედაქალაქის მთავრობას წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. თინათინ ნიბლოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია ამჯერად ჩაერთვება საკრებულოს საქმიანობაში.
„მინდა მოგილოცოთ ყველას ის საპასუხისმგებლო მისია, რომელსაც ჩვენი მულტიკულტურული, ისტორიით სავსე ქალაქის სამსახურში ყოფნა ჰქვია. დედაქალაქის მერმა თბილისის მომავალ მთავრობაში წარმოადგინა ის ადამიანები, რომლებსაც უკვე დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქალაქის განვითარებაში. ამბიციური გეგმები, რომლებიც მომავალი 4 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს, სწორედ ამ გუნდის თაოსნობით განხორციელდება.
სამწუხაროდ, წინა 4 წლის განმავლობაში ჩვენი ოპონენტების სკამები ცარიელი იყო ამ დარბაზში. მათი გარკვეული ნაწილი შეუერთდა რადიკალურ ჯგუფებს დედაქალაქის ქუჩებში. მე იმედი მაქვს, რომ მომავალი 4 წელი იქნება განსხვავებული, ოპოზიცია აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი დედაქალაქელების მიმართ და ჩაერთვება საკრებულოს საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, 4 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში თბილისელებს საქმიანობის ანგარიშს წარვუდგენთ, ყველა ის პროექტი, რომლებიც თბილისის მერმა წარმოადგინა, შესრულებული იქნება.
მე მინდა მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო როგორც დედაქალაქის მომავალ მთავრობას, ასევე ჩემს კოლეგებს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
