მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7114.6
0.0072
flag
AZN 1.6065
-0.0001
flag
CNY 38.003
-0.0005
flag
EUR 3.1087
-0.0075
flag
GBP 3.6948
0.0024
flag
KZT 53.54
0.0019
flag
TRY 0.0698
0
flag
USD 2.732
-0.0001

მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

news image

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ელჩ ბერის ექინჯისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოს და თურქეთს შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობები და მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა. 

დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის პოზიტიური დინამიკა, მათ შორის მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მორიგი სესიის ჩატარებას, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში თბილისში გაიმართება. 

ტრადიციულად დადებითი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნების პარტნიორობას და ხაზი გაესვა არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას. 

მხარეებმა აღნიშნეს, რეგიონალურ ფორმატებში, კერძოდ  საქართველო–თურქეთი–აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს “შუა დერეფნის” განვითარების პროცესში სამი ქვეყნის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პროექტების წარმატებული იმპლემენტაციის მნიშვნელობას. 

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის აუცილებლობას, მინისტრმა გამოთქვა მზაობა, წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.

აღსანიშნავია, რომ 3 ივნისს, თბილისში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი იმართება, ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო თურქეთის დელეგაციას - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ელჩი ბერის ექინჯი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას - თამარა წულეისკირი

04.06.2025.17:35

სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორი თამარა წულეისკირი ცენტრის გაუქმებასთან დაკავშირებით სპეკულაციებს ეხმაურება.

„მსურს გამოვეხმაურო სპეკულაციებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-თან „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დაკავშირებით.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება კომპლექსური რეფორმა. სტრუქტურული ცვლილებები ეხება როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

სამინისტროს ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. შესაბამისად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება, უკვე სამინისტროს დებულების თანახმად, გახდა მთლიანად სტრუქტურის საქმიანობისა და მისი მთავარი ამოცანების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის პროცესი ხორციელდება სრულიად გამჭვირვალედ და თითოეულ თანამშრომელს მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე ცვლილებების შესახებ.

შესაბამისად, საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას“, - წერს თამარა წულეისკირი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა