მადლობა ეუთოს გენერალურ მდივანს ამ რანგში საქართველოში ვიზიტისთვის მისი ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილი და ნაბიჯია - მაკა ბოჭორიშვილი
გენერალურო მდივანო, თქვენი ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველო არის ეუთოს ის მონაწილე ქვეყანა, რომლისთვისაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისთვის ზრუნვა ყველაზე რელევანტური და მნიშვნელოვანია, -განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ ბრიფინგზე.
„მადლობა მას ამ რანგში საქართველოში ვიზიტისთვის. მიმდინარე წელს ჩვენ უკვე რამდენჯერმე შევხვდით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ეუთოს და ასევე გენერალური მდივნის მხრიდან აქტიური თანამშრომლობის მზაობას უსვამს ხაზს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია.
სხვა სიახლეები
ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან - მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში, მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას | პეტერ მადიარი
13.04.2026.21:44
ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან, - განცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.
მისივე თქმით, იგი მოუთმენლად ელის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.
„ის ფაქტი, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობას ბალკანეთის ქვეყნებთან ან სხვა სახელმწიფოებთან ძლიერი ურთიერთობა ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლები ურთიერთობა გვექნება ამ ქვეყნებთან. თუმცა, თუ უნგრეთს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ვინმესთან, ჩვენ ვეცდებით, ეს გავაუმჯობესოთ.
მე მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში ან სხვაგან. მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას, თუმცა ჩვენ არ ჩავერევით არც ერთი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში და არც თქვენი, ან სხვა სახელმწიფოს არჩევნებში. ეს არ არის ჩვენი სტილი და ეს არ არის არც ერთი ევროპული მთავრობის საქმე. ყველა მთავრობა არჩეულია იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის ამომრჩეველი წარმოადგინოს“, - განაცხადა პეტერ მადიარმა.