ლევან ჟორჟოლიანმა გაერო-ს წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები წარუდგინა, რომელიც საქართველოსა და გაერო-ს 2026-2030 წლების თანამშრომლობის ჩარჩოში იქნება გათვალისწინებული
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გაერო-ს სააგენტოებს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები წარუდგინა, რომელიც საქართველოსა და გაერო-ს შორის 2026-2030 წლების თანამშრომლობის ჩარჩოში იქნება გათვალისწინებული.
მდგრადი განვითარების თანამშრომლობის მიმართულებები საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და გაერო-ს სააგენტოების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, გაეროსთან თანამშრომლობის მიმართულებით ქვეყანას ორი ძირითადი პრიორიტეტი აქვს, ესენია - ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და გაეროს მუშაობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„განვიხილეთ 5 წლის განმავლობაში საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, პრიორიტეტები და მიმართულებები. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორ მიმართულებას, ეს არის გაერო-ს მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეკონომიკური ზრდა, რომელიც უნდა იყოს მწვანე და ინკლუზიური. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის დოვლათი თანაბრად განაწილდეს, როგორც სასოფლო, ასევე ურბანულ არეალებზე. ასევე ვიმსჯელეთ სხვადასხვა პრიორიტეტებზე, რომელიც მომავალ წლებში საფუძვლად დაედება გაეროს ყველა სააგენტოსა და შესაბამისი სამინისტროების სამოქმედო გეგმას," - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა დიდიე ტღებიუკმა. მისი თქმით, გაეროს წარმომადგენლობა კონსულტაციებს მართავს საქართველოში პარტნიორ უწყებებთან, რათა ერთობლივად გაიწეროს პრიორიტეტები და განისაზღვროს, რა შეიძლება იყოს გაეროსთვის პრიორიტეტულად განსახორციელებელი მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოში.
შეხვედრას გაეროს ყველა სააგენტოს ხელმძღვანელი პირი და მინისტრების მოადგილეები ესწრებოდნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრენ
სადაზღვევო სექტორი საქართველოს ფინანსური სისტემის სიმყარის ერთ-ერთი საფუძველია - ირაკლი ნადარეიშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
03.05.2025.00:43
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მოადგილე გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ. მათ დეტალურად ისაუბრეს მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებული აქტივობებისა და სიახლეების შესახებ, მათ შორის გააცნეს ცესკოს მიერ მიღებული ახალი რეგულაციები და გადაწყვეტილებები. გაიმართა მოდიფიცირებული დიზაინის საარჩევნო დოკუმენტაციის დემონსტრაცია.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია, ყოველი არჩევნების შემდგომ ახორციელებს განვლილი არჩევნებისა და გამოკვეთილი საკითხების ანალიზს, რის საფუძველზეც თანმიმდევრულად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. რაც, თავის მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ ინსტიტუცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უსაფუძვლო ბრალდებებით სპეკულაციისთვის სივრცე არ დატოვოს, ყველა იდენტიფიცირებულ თუ პოტენციურ რისკთან დაკავშირებით ჰქონდეს რეაგირება და მომავალშიც მიიღოს შესაბამისი პრევენციული გადაწყვეტილებები.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ. განიხილეს აღნიშნულ არჩევნებზე არსებული გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა იმ საინფორმაციო კამპანიის შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ ხორციელდება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო გეგმების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ მზად არის მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ტიპის შეხვედრები, რომელიც, როგორც მინიმუმ, ინფორმაციის მიმოცვლას და კარგი თანამშრომლობის გაგრძელებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ცესკოს ხელმძღვანელი პირებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხზე.
დღეს გამართულ შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის 20 წარმომადგენელი და ცესკოს აპარატის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელი დაესწრო.