მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

ლევან ჯაფარიძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

news image

თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის  საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ  2024-2025 წლებში  გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

პრეზენტაცია კრწანისის რაიონის გამგეობაში გაიმართა.  

ლევან ჯაფარიძემ, წარმომადგენლობით ორგანოში გაწეული საქმიანობის გარდა,  საანგარიშო პერიოდში კრწანისის რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ისაუბრა. ანგარიშში ვრცელი ადგილი უჭირავს სამაჟორიტარო - კრწანისის  -  რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სკვერებისა და სტადიონების მოწყობა-რეაბილიტაციას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების ჩამონათვალს.      

ანგარიშის თანახმად, ლევან ჯაფარიძემ, როგორც საკრებულოს წევრმა, საანგარიშო პერიოდში მონაწილეობა მიიღო  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 19 და საკრებულოს 15 სხდომაში,  სადაც  საკრებულოს  102 დადგენილება და 737 განკარგულება  იქნა  მიღებული.

რაც შეეხება ლევან ჯაფარიძის მიერ საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის რანგში გაწეულ საქმიანობას, საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ 2025 წლის 28 იანვარს დამტკიცებულ იქნა 2025 წლის სარევიზიო კომისიის სამუშაო გეგმა, რომლის თანახმადაც, წლის განმავლობაში კომისია თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოების საფინანსო საქმიანობის შემოწმებას, დასკვნების შედგენას და რეკომენდაციების გაცემას ახორციელებს. დამტკიცებული გეგმა მოიცავს  შესამოწმებელ ორგანიზაციებს, მათ შორის თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ების, ააიპ-ების  და შპს-ების შემოწმებას შერჩევითი მეთოდით.

„სარევიზიო კომისიის მიერ საანგარიშო პერიოდში  დაიგეგმა და შემოწმდა 11 ორგანიზაცია.  შემოწმებულ ორგანიზაციებზე, შემოწმება-ანალიზის დასკვნიდან გამომდინარე, გაცემულ იქნა რეკომენდაციები. ამასთან,  კომისიის გადაწყვეტილებით, შემოწმება-ანალიზის დასკვნები დამატებითი გამოკვლევისა და შესწავლის მიზნით,  საჭიროების შემთხვევაში, ჩემ მიერ გადაგზავნილ იქნა  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში.   განხორციელებული შემოწმებების შედეგად აღმოჩენილი დარღვევები ორგანიზაციების მიერ ხშირად არის გათვალისწინებული რეკომენდაციების სახით, რასაც ადასტურებს დასკვნებთან დაკავშირებით შემოწმებული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებები, რაც შემდგომში ასახულია  მათ გამოსწორებულ საქმიანობაში“,  -  ნათქვამია ანგარიშში. 

სარევიზიო კომისიის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ იქნა კომისიის 14 სხდომა, რომლებზეც განხილულ იქნა 39 საკითხი.

ლევან ჯაფარიძის მიერ კომისიაზე განხილვის შემდგომ საანგარიშო პერიოდში საკრებულოს სხდომაზე იქნაწარდგენილი  „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2024 წელის 6 თვის მუშაობის ანგარიში“ (28.01.2025); „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ 2024 წელს შესრულებულ სამუშაოთა წლიური  ანგარიში“ (21.03.2025)  და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2025 წლის 6 თვის მუშაობის ანგარიში“ (25.07.2025).

რაც შეეხება ლევან ჯაფარიძის, როგორც  საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრის რანგში განხორციელებულ საქმიანობას,  მან საანგარიშო პერიოდში მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვის კომისიის 12 სხდომაში, რომლებზეც მის მიერ შესწავლილ და განხილულ იქნა 77 საკითხი.

ანგარიშში ასევე საუბარია მის საქმიანობაზე ფრაქციაში  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ანგარიშის თანახმად, ლევან ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 15 სხდომაში, რომლებზეც  28 საკითხი იქნა განხილული.

ლევან ჯაფარიძის წლიურ ანგარიშში  საუბარია აგრეთვე მოქალაქეებთან შეხვედრებსა და   წერილებზე რეაგირების თაობაზე.

„საანგარიშო პერიოდში მოქალაქეთა მიღებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და კრწანისის რაიონის სამაჟორიტარო ბიუროში 900-მდე მოქალაქე მივიღე და შესაბამისი კონსულტაცია (დახმარება) გავუწიე.

ასევე საანგარიშო პერიოდში ჩემ მიერ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის რანგში ინიცირებულ და რეაგირებულ იქნა 870-მდე განცხადება-კორესპონდენცია, ხოლო სამაჟორიტარო ბიუროში შეხვედრაზე მოსულ მოქალაქეთა  500-მდე განცხადებას გავუწიე შუამდგომლობა სახელმწიფოს უწყებებსა  თუ კერძო სტრუქტურებში“,   -  ნათქვამია ანგარიშში. 

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა

11.12.2025.16:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.

ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა