ლევან აბაშიძე ზაქარია წიკლაურის ინიციატივას გამოეხმაურა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე საკრებულოში ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, ზაქარია წიკლაურის ინიციატივას-ლევან ღოღობერიძის ქუჩისთვის ამბროსი ხელაიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თქმით, თბილისში არის რამდენიმე ქუჩა, რომელთათვის სახელის გადარქმევასაც მოსახლეობა ითხოვს. საკრებულო აღნიშნულ საკითხებზე ფართო დისკუსიას გახსნის და ერთიან კონტექსტში იმსჯელებს.
„ჩვენს კომისიაში მოქალაქეებისგან შემოდის განცხადებები და მოთხოვნები სხვადასხვა ქუჩისთვის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით. არის სხვა ქუჩებიც, რომელიც ამავე მიმართულებით განსახილველია. მოდით, გავხსნათ ფართო დისკუსია, სადაც ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას და ერთიან კონტექსტში ვიმსჯელოთ აღნიშნულ საკითხებზე“- განაცხადა ლევან აბაშიძემ.
სხვა სიახლეები
ისეთი სახელდებები, რომლებიც ჩვენს ისტორიასთან და დღევანდელობასთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის, უნდა გადაფასდეს - ბექა ოდიშარია
30.01.2026.18:07
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია საკრებულოში ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, ზაქარია წიკლაურის ინიციატივას - ლევან ღოღობერიძის ქუჩისთვის ამბროსი ხელაიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ არსებობს ისეთი სახელდებები, რომლებიც ჩვენს ისტორიასთან და დღევანდელობასთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის, უნდა გადაფასდეს.
„ჩემთვის მართლაც სიახლე იყო, რომ თბილისში არ გვაქვს ამბროსი ხელაიას ქუჩა. მინდა, ამ ინიციატივისთვის ჩვენს კოლეგას მადლობა გადავუხადო. ასევე, ვიზიარებ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას, რომ ყველა მსგავსი ინიციატივა კომისიური წესით განვიხილოთ“- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.