მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7093
-0.0071
flag
AZN 1.573
-0.0006
flag
CNY 38.87
0.0127
flag
EUR 3.1521
-0.004
flag
GBP 3.6094
-0.0041
flag
KZT 53.68
-0.0013
flag
TRY 0.061
0
flag
USD 2.6742
-0.0009

კვლევები აუცილებელი იყო. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. კარგია, რომ მთავრობამ ეს გააკეთა და ამ კვლევების შესაბამისად იქნება უკვე გამოცხადებული კვოტები - ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი შრომის ბაზრის კვლევაზე

news image

აუცილებელია, ამას ჩვენ ძალიან დიდი ხანია ველოდებოდით, - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, შრომის ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგებიც დღეს პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს და ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო. 

დავით გურგენიძის თქმით, კარგია, რომ კვლევის შედეგების მიხედვით განისაზღვრება სასწავლებლებში შესაბამისი კვოტები. 

„კვლევები აუცილებელი იყო, შედეგები სახეზე გვაქვს. მინდა გითხრათ ტექნიკური უნივერსიტეტის მაგალითზე, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. კარგია, რომ მთავრობამ ეს გააკეთა და ამ კვლევების შესაბამისად იქნება უკვე გამოცხადებული კვოტები“, - განაცხადა დავით გურგენიძემ. 

პრემიერ - მინისტრმა შრომის ბაზრის კვლევის კონკრეტული დეტალები განმარტა. კვლევის მიზანია განისაზღვროს უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება. კვლევა ეკონომიკის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად ჩაატარა. პროცესში ჩართული იყო ბიზნესასოციაციაც. გამოიკითხა 12 500 საწარმო; ასევე, ჩატარდა კვლევა საჯარო სექტორში სამუშაო ძალის მოთხოვნილებაზე. როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, კვლევის შედეგები შემაშფოთებელია. შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნილებასა და სტუდენტების ჩარიცხვას შორის მკვეთრი დისბალანსია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველო ყალიბდება რეგიონულ ჰაბად, შუა დერეფანი იძენს ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ არსს და ამისთვის ჩვენმა მთავრობამ ძალიან ბევრი გააკეთა - ნოდარ ბოკერია

24.02.2026.17:17

„ეკონომიკის რაციონალურად დაგეგმვით ჩვენ მივიღეთ 9,4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ეს უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ საერთაშორისო ეკონომიკური რყევების ეპოქაში და წამყვანი ევროპული ქვეყნები თავს ვერ აღწევენ ინფლაციას. ასეთი უნიკალური ეკონომიკური ზრდის მიღმა, რა თქმა უნდა, დგას ჩვენი მთავრობის და შესაბამისი ინსტიტუტების ინტენსიური და რაციონალური ქმედებები“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნოდარ ბოკერიამ გააკეთა.

დეპუტატმა თავის გამოსვლაში ქვეყნის ეკონომიკური ვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა იდეალურად გამოიყენა მონეტარული პოლიტიკა და საპროცენტო განაკვეთის დროულად დარეგულირებით ამავდროულად სავალუტო ინტერვენციებით ინფლაცია საკმაოდ დაბალ, 4,8-პროცენტიან, მაჩვენებელზე შეინარჩუნა. ნოდარ ბოკერიას თქმით, ევროკავშირის მთელ რიგ წამყვან ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი 8,8 პროცენტია და მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი სხვადასხვა კონტინენტის სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ უფრო მეტია.

„ხშირად რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გვესმის ასეთი შეფასება, რომ კი, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ეს არ აისახება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აქაც არის მარტივი მათემატიკა და მარტივი სტატისტიკა. მაგალითად, 2012 წლიდან დღემდე სიღარიბის მაჩვენებელმა 26 პროცენტიდან 9 პროცენტამდე დაიწია, ხოლო ყველაზე კარგი საზომი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების სტანდარტებისა გახლავთ მსყიდველთუნარიანობითი პარიტეტი, რომელიც საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 25 ათას დოლარამდე გაიზარდა“, - განაცხადა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა.

ნოდარ ბოკერიამ თავის გამოსვლაში ყურადღება ბიზნესსექტორზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ საქართველო ბიზნესისთვის კომფორტული გარემოს შექმნაში მსოფლიო ბანკის რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს. მისივე თქმით, ეს შეფასება მმართველი გუნდის მიერ გადადგმული რაციონალური ნაბიჯების შედეგია.

„წინა ხელისუფლების პირობებში ბიზნესს არ ჰქონდა იმის საშუალება რომ კონკურენტუნარიან გარემოში თავისუფლად ოპერირება მოეხდინა, თუმცა ჩვენმა გუნდმა მოახერხა და შექმნა ისეთი კომფორტული გარემო, რომელმაც უნიკალური უცხოური ინვესტიციების შემოსვლის ლოგიკური ჯაჭვი შექმნა. ინვესტორი აბანდებს ჩვენს ქვეყანაში ბევრ ფულს და ქმნის სამუშაო ადგილებს. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ხელისუფლების სწორი პოლიტიკის გარეშე“, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.

ნოდარ ბოკერიას განცხადებით, საქართველო ყალიბდება რეგიონულ ჰაბად, სადაც შუა დერეფანი იძენს ძალიან მნიშვნელოვან, სტრატეგიულ არსს. ჩვენმა მთავრობამ განავითარა ლოჯისტიკა, რაც პერსპექტივაში ჩვენს ეკონომიკას თვისობრივად აამაღლებს.

„ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეკონომიკა უნდა იყოს ფარი და კიდევ ათასჯერ გავიმეორებ, რომ ასეთი ეკონომიკური მაჩვენებლების დაფიქსირება შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის გარეშე. წარმატება ჩვენს გუნდს“,, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა