ქვეყანაში 200 თანამდროვე მეტეოროლოგიური სადგური დავამონტაჟეთ, რის საფუძველზეც რისკების პროგნოზირება ხდება - ლევან დავითაშვილი
თავს ვალდებულად ვთვლი, როგორც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო, თუ რა სამუშაოები ჩატარდა 2018 წლიდან სახელმწიფოს მხრიდან გარემოს დაცვის შესაძლებლობებისა და გაძლიერების კუთხით და რამდენად პირნათელი ვიყავით საზოგადებასთან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ „პლანეტის მწვანე ფონდთან“ ერთად, სპეციალური პროგრამა დაიწყო, რომელიც საქართველოში გეოლოგიური პროცესების შესწავლას განახორციელებდა და ასევე ქვეყანაში გეოლოგიური საფრთხეების პრევენციის კუთხით სპეციალური სისტემა შეიქმნებოდა.
„მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც მოხდა შოვში, გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში და ჩვენ რაც არ უნდა სისტემები გავაკეთოთ, გვაქვს ან გვექნება მომავალში, ამის მიუხედავად შესაძლოა, მოხდეს ტრაგედიები მსოფლიოში და სამწუხაროდ ამისგან დღეს დაზღვეული არავინ არ არის და ასეთი ტიპის ტრაგედიებისგან თავდაცვა ვერ მოვახერხოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანამ 2018 წლიდან ჩაატარა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელიც უკავშირდებოდა მთლიანად გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას.
ამასთან, ყოველწლიურად გამოდის სპეციალური ანგარიში, რომელიც მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა სახელმწიფოსთვის მომავალი პროექტების დაგეგმვისას.
„2014 წლისთვის საქართველოში ჰიდრო-მეტეოროლოგიური სისტემები არ არსებობდა. გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანა საკმაოდ სუსტად იყო. მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში გვქონდა ათეულობით მონიტორინგის სამსახური და ჩვენ დაგვხვდა მთლიანად მოშლილი სისტემა და არცერთი თანამშრომელი არ იყო ამაზე პასუხისმგებელი“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, 2014 წლიდან დღემდე, განხორციელდა 200 თანამედროვე მეტეოროლოგიური სადგურის მონტაჟი. „შევიძინეთ და ქვეყანაში ამ სადგურების მონტაჟი დაიყოო. რაც გვაძლევს საშუალებას, რომ დავაკვირდეთ წყლის მატებას და ასევე ვიცოდეთ წინმსწრებად და ასევე მეტეოროლოგიური სადგურები, რომლებიც ამინდის შესახებ გვაძლევს ინფორმაციას, რისი საშუალებითაც შესაძლებელია განჭვრეტა და გარკვეული პროგნოზების გაკეთება და გვქონდეს ამაზე რეაგირება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.13:58
თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე და წყალარინების ქსელები მოეწყო, ამ ეტაპზე კი 4 000 კვ. მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე იხარჯება.
„მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. აქ წლების წინ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა - მანქანით გავლა ფიზიკურად შეუძლებელი იყო და არ არსებობდა არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაცია. მოსახლეობას დავპირდით, რომ დავიწყებდით პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებში მოეწყობოდა ყველა საჭირო მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოწესრიგდებოდა საგზაო ინფრაქტრუქტურა და იმოძრავებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დღეისთვის სამუშაოები მიმდინარეობს ხვანჭკარის ქუჩაზე. პროექტი მიმდინარეობს შოვის ქუჩაზეც, თუმცა სამუშაოებს ამით არ ვამთავრებთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ქუჩა და ჩიხია მოსაწესრიგებელი. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ვახორციელებთ ძალიან საჭირო პროექტს ზედა დასახლებაში - ეწყობა სანიღვრე სისტემა, მონტაჟდება კოლექტორი, რომელიც ბორჯომის ქუჩაზე იქნება დაერთებული. სამუშაოებს ვაგრძელებთ და გვინდა, უახლოეს მომავალში აღნიშნული დასახლება სრულად მოვიცვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ მუხიანის აგარაკებზე, ვარდისუბნის IV შესახვევში, ნეკრესის, დაისის, ბორჯომის, ვანისა და ბორითის ქუჩებზე გზის მოწესრიგება უკვე დასრულდა. რვავე ქუჩაზე, მთლიანად შვიდ კილომეტრამდე საგზაო მონაკვეთი, 30 000კვ. მეტრი ფართობი რეაბილიტირდება, რისთვისაც გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 4 000 000 მილიონამდე ლარი იხარჯება. საგზაო სამუშაოებამდე ტერიტორიაზე მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელებიც.
გარდა ამისა, გამგეობა კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს გეგმავს, რომელზეც დაერთდება ბორჯომის ქუჩის გარკვეული მონაკვეთისა და შემდგომში დაგეგმილი სხვა ქუჩების სანიაღვრე სისტემები. უკვე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია და სამუშაოებზე გამოცხადდა ტენდერი.
ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე და პარლამენტის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გაეცნენ.