ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია - ირაკლი ღარიბაშვილი
ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია - აი ეს არის მთავარი მიზანი და ქვეყნის გაერთიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.
პრემიერის თქმით, ფოკუსირება უნდა მოხდეს არა თარიღებზე, არამედ იმაზე, რაც ხალხს და ქვეყანას სჭირდება. „ჩვენ თარიღებზე არ უნდა ვფოკუსირდეთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ხალხს და ქვეყანას სჭირდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, ქვეყნის განვითარება, გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, რაც არის უმნიშვნელოვანესი. რაც მთავარია - უსაფრთხოების საკითხები - ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია. აი ეს არის მთავარი მიზანი და ქვეყნის გაერთიანება", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
17.11.2025.13:57
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სრბუი გალიანს შეხვდა, რომელიც თბილისში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო.
განიხილეს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის მართლმსაჯულების სფეროში ეფექტურ პარტნიორობას და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოში სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.