მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7093
-0.0071
flag
AZN 1.573
-0.0006
flag
CNY 38.87
0.0127
flag
EUR 3.1521
-0.004
flag
GBP 3.6094
-0.0041
flag
KZT 53.68
-0.0013
flag
TRY 0.061
0
flag
USD 2.6742
-0.0009

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ - მარიამ გრიგოლიშვილი

news image

„განათლების რეფორმა არ არის მორიგი პოლიტიკური თემა. ეს არის საკითხი, რომელიც პირდაპირ ეხება ახალგაზრდობას — ჩემს თაობას. შესაბამისად, ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ამ თემაზე საუბარი“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.

მისი თქმით, განათლების სფეროში წლების განმავლობაში უამრავი გამოწვევაა დაგროვილი და ზუსტად იციან როგორია სწორი მიმართულება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ეს არის სოციალური სამართლიანობის ძლიერი გზავნილი, რადგანაც განათლებაზე ხელმისაწვდომობა უნდა იყოს არა ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე დამოკიდებული, არამედ ახალგაზრდების შესაძლებლობებისა და შრომის შედეგი.

მთელი ამ პერიოდის მანძილზე ოპოზიციური პარტიებისგან, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნიდან, გვესმოდა არაერთი დაუსაბუთებელი, მცდარი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თითქოს რეფორმა არ ეფუძნება კვლევას, ანალიზს და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“,- განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა სწორედ იმ კონცეფციას ეფუძნება, რომლის განხილვაშიც მონაწილეობას თავად უნივერსიტეტების წარმომადგენლები იღებენ.

„არაერთი საერთაშორისო სტანდარტი განამტკიცებს რეფორმის კონცეფციას, ამ სტანდარტების მიხედვით კი ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება განათლების სისტემის ორგანიზებასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება სახელმწიფო დაფინანსების მოდელი. განათლება არის ის საძირკველი, რომელზედაც დგას ჩვენი სახელმწიფო. თუ ამ მიმართულებით სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ — მივიღებთ ძლიერ ეკონომიკას, ძლიერ ახალგაზრდობას და, შესაბამისად, ძლიერ სახელმწიფოს. ეს რეფორმა ის აუცილებელი და გაბედული ნაბიჯია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა წლები ელოდა“ ,- განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველო ყალიბდება რეგიონულ ჰაბად, შუა დერეფანი იძენს ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ არსს და ამისთვის ჩვენმა მთავრობამ ძალიან ბევრი გააკეთა - ნოდარ ბოკერია

24.02.2026.17:17

„ეკონომიკის რაციონალურად დაგეგმვით ჩვენ მივიღეთ 9,4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ეს უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ საერთაშორისო ეკონომიკური რყევების ეპოქაში და წამყვანი ევროპული ქვეყნები თავს ვერ აღწევენ ინფლაციას. ასეთი უნიკალური ეკონომიკური ზრდის მიღმა, რა თქმა უნდა, დგას ჩვენი მთავრობის და შესაბამისი ინსტიტუტების ინტენსიური და რაციონალური ქმედებები“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნოდარ ბოკერიამ გააკეთა.

დეპუტატმა თავის გამოსვლაში ქვეყნის ეკონომიკური ვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა იდეალურად გამოიყენა მონეტარული პოლიტიკა და საპროცენტო განაკვეთის დროულად დარეგულირებით ამავდროულად სავალუტო ინტერვენციებით ინფლაცია საკმაოდ დაბალ, 4,8-პროცენტიან, მაჩვენებელზე შეინარჩუნა. ნოდარ ბოკერიას თქმით, ევროკავშირის მთელ რიგ წამყვან ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი 8,8 პროცენტია და მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი სხვადასხვა კონტინენტის სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ უფრო მეტია.

„ხშირად რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გვესმის ასეთი შეფასება, რომ კი, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ეს არ აისახება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აქაც არის მარტივი მათემატიკა და მარტივი სტატისტიკა. მაგალითად, 2012 წლიდან დღემდე სიღარიბის მაჩვენებელმა 26 პროცენტიდან 9 პროცენტამდე დაიწია, ხოლო ყველაზე კარგი საზომი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების სტანდარტებისა გახლავთ მსყიდველთუნარიანობითი პარიტეტი, რომელიც საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 25 ათას დოლარამდე გაიზარდა“, - განაცხადა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა.

ნოდარ ბოკერიამ თავის გამოსვლაში ყურადღება ბიზნესსექტორზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ საქართველო ბიზნესისთვის კომფორტული გარემოს შექმნაში მსოფლიო ბანკის რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს. მისივე თქმით, ეს შეფასება მმართველი გუნდის მიერ გადადგმული რაციონალური ნაბიჯების შედეგია.

„წინა ხელისუფლების პირობებში ბიზნესს არ ჰქონდა იმის საშუალება რომ კონკურენტუნარიან გარემოში თავისუფლად ოპერირება მოეხდინა, თუმცა ჩვენმა გუნდმა მოახერხა და შექმნა ისეთი კომფორტული გარემო, რომელმაც უნიკალური უცხოური ინვესტიციების შემოსვლის ლოგიკური ჯაჭვი შექმნა. ინვესტორი აბანდებს ჩვენს ქვეყანაში ბევრ ფულს და ქმნის სამუშაო ადგილებს. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ხელისუფლების სწორი პოლიტიკის გარეშე“, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.

ნოდარ ბოკერიას განცხადებით, საქართველო ყალიბდება რეგიონულ ჰაბად, სადაც შუა დერეფანი იძენს ძალიან მნიშვნელოვან, სტრატეგიულ არსს. ჩვენმა მთავრობამ განავითარა ლოჯისტიკა, რაც პერსპექტივაში ჩვენს ეკონომიკას თვისობრივად აამაღლებს.

„ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეკონომიკა უნდა იყოს ფარი და კიდევ ათასჯერ გავიმეორებ, რომ ასეთი ეკონომიკური მაჩვენებლების დაფიქსირება შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის გარეშე. წარმატება ჩვენს გუნდს“,, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა