ყველაზე დიდი პრობლემაა, რატომ გვიზრდის ქსელური მარჟას - გვესმის ქსელური მაღაზია „ქეშბექის“ გარეშე ვერ იარსებებს, მაგრამ ის უკვე ჩვენს ფუნქციას ითავსებს. რაღაც პროცენტზე უნდა შევჯერდეთ, რომ მის ზემოთ ვერ მოითხოვოს მარჟა - მერაბ ვასაძე
„კითხვა დასვით, ქსელურების მოგების მარჟა არ იზრდება, ვნახეთ და იგივე რჩებაო“, - ზუსტად ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. რატომ გვიზრდის ქსელური მარჟას, - განაცხადა საკონდიტრო კომპანიის „სანდომი“ გენერალურმა დირექტორმა, მერაბ ვასაძემ პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
„სანდომის“ გენერალური დირექტორი შეშფოთებას გამოხატავს ქსელური მარკეტების მხრიდან ადგილობრივ მწარმოებლებზე ზეწოლის გამო და აღნიშნავს, რომ პარლამენტი, სახელმწიფოსთან ერთად უნდა შეჯერდეს გარკვეულ პროცენტზე, რის ზემოთაც ქსელური მაღაზიები მარჟის დაწესებას ვეღარ მოითხოვენ.
მერაბ ვასაძე აღნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაში ქართული წარმოება განადგურდება.
„პირველი დასვით შეკითხვა რატომ აწყობთ მაღაზიების გახსნა? იმიტომ, რომ როდესაც ქსელურს ვხვდებით საუბარს იწყებს ასე: მე მაქვს ამდენი მაღაზია, პლუს წელს გავხსნი 200 მაღაზიას, მექნება ბევრი მაღაზია და შენ უნდა დამიმატო 5% „ქეშბექი“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ჩემგან მეტ მოგებას ნახავს. ის მეტ მოგებას არ ნახულობს, ოღონდ ჩემს საქონელს ყიდის გაცილებით იაფად.
ძალიან კარგად გვესმის ქსელური მაღაზია „ქეშბექის“ გარეშე ვერ იარსებებს. მისი მთავარი მოგება არის ჩაატაროს აქცია, უფრო იაფად დაანახოს, ყველას აჩვენოს, რომ დაბალი სეგმენტია, მაგრამ უკვე ქსელური გადადის არა დაბალ ფასში გაყიდვაზე, არამედ ჩვენს ფუნქციას ითავსებს. ბევრი მაღაზია საქონელს ყიდულობს იგივე ქსელურიდან და ყიდის მის მაღაზიაში, გაცილებით იაფი უჯდება, ვიდრე ჩემი დისტრიბუტორი სთავაზობს. პრობლემა ამაშია და ამას ვამბობთ, რომ „ქეშბექის“ მოხსნა არ არის სწორი, ის რაღაც დონეზე უნდა შეჩერდეს და უნდა ითქვას, რომ ამაზე მეტს ვერ დადებ „ქეშბექს“ და ვერ შესთავაზებ სხვა პირობას როგორც ფასდაკლებას, ამაზეა საუბარი. მგონია სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს, რომ რაღაც პროცენტზე შეჯერდეთ, რომ ამის ზემოთ ქსელურმა ვერ მოითხოვოს მარჟა, სხვა შემთხვევაში ქართულ წარმოებას გაგვინადგურებენ“-განაცხადა მერაბ ვასაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
ცნობილი ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის და ეთნომუსიკოლოგის თამარ მამალაძის საფოსტო მარკები გამოიცა
სხვა სიახლეები
ქეშბექის გადახდის დაგვიანება მოქმედებს ბიზნესზე - შეკვეთის მისაწოდებლად გვჭირდება თანხა, ამიტომ მივდივართ ბანკთან, რომელიც გვაძლევს მაღალ პროცენტში სესხს და ეს პროცესი გრძელდება დაუსრულებლად - „ჯეო ნატურალსის“ ფინანსური დირექტორი
19.02.2026.17:21
მთავარი პრობლემა, რომელზეც ვისაუბრეთ, ქეშბექია, მაგრამ ქეშბექი საბოლოო ჯამში გადახდის პირობებზე მოქმედებს. ქეშბექს გვაჭრიან შეტანისთანავე, ხოლო გადახდას გვპირდებიან მხოლოდ მაშინ, როცა გაყიდიან, - ამის შესახებ, შპს „ჯეო ნატურალსის“ ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი პარკაიამ, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პარკაიამ აღნიშნა, გადახდის დაგვიანება პირდაპირ მოქმედებს ბიზნესზე, შესაბამისად, საბრუნავი თანხის მისაღებად, მწარმოებელს უწევს ბანკთან მისვლა, რომელიც რომელიც სესხს მაღალ პროცენტში გასცემს. მისი თქმით, ეს პროცესი დაუსრულებლად გრძელდება.
„მთავარი პრობლემა, რომელზეც ვისაუბრეთ, ქეშბექია, მაგრამ ქეშბექი, საბოლოო ჯამში, გადახდის პრობლემებზე მოქმედებს. ქეშბექს გვაჭრიან შეტანისთანავე, ხოლო გადახდით იხდიან მხოლოდ მაშინ, როცა გაყიდიან. გვეუბნებიან, რომ გავყიდეთ 20 000 ლარის პროდუქცია, გვირიცხავენ 20 000 ლარს - ამას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და იმავდროულად გვიგზავნიან 100 000 ლარის შეკვეთას. იგივე ქსელი გვიგზავნის უფრო გაზრდილ მოთხოვნას, ვიდრე ჩაგვირიცხეს.
ეს როგორ მოქმედებს: ჩაგვირიცხეს 20 000 ლარი, ხოლო უნდა მივაწოდოთ 100 000 ლარის პროდუქცია. ამ 100 000 ლარის შეკვეთის მისაწოდებლად ისევ გვჭირდება საბრუნავი თანხა, ამიტომ მივდივართ ბანკთან, რომელიც გვაძლევს მაღალ პროცენტზე სესხს. ეს პროცესი გრძელდება დაუსრულებლად - ჯაჭვია.
რეალურად, ჩვენი პრობლემა არის გადახდის პირობები: ჯერ ერთი, არ ვიცით, როდის და რას გვიხდიან; შემდეგ გვიწევს ბანკიდან ვალის აღება, დამატებითი კაპიტალის მოზიდვა და შესაბამისად გვეზრდება ხარჯები.
თავიდან დავიწყეთ სოფლის განვითარების გრანტითა და სესხით. ეს გრანტი და სესხი ახლა გაზრდილია, ამჟამად გვაქვს დაახლოებით 15-ჯერ მეტი მოცულობა, 6 მილიონი ლარის სესხი. გადახდის დაგვიანება პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ბიზნესზე“, - განაცხადა გიორგი პარკაიამ.