მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას - მაკა ბოჭორიშვილი

news image

ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 26 მაისი ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ემოციური დღეა.

„დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში, თუმცა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეს არის ყოველდღიური საქმე, რაც ჩვენი ვალია, თითოეული ქართველის, იმისთვის, რომ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი, შევძლოთ, რომ დავიცვათ, გვქონდეს მშვიდობა, სტაბილურობა და ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, როგორზეც უოცნებიათ ჩვენს წინაპრებს, ვოცნებობთ ჩვენ და გვინდა, რომ იყოს ჩვენი შვილებისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, პარტნიორებისგან ბევრი მილოცვა მიიღო საქართველომ. 

„საკმაოდ ბევრი მოლოცვა მივიღეთ, ეს პროცესი გრძელდება. დღეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები, მეგობრები გვილოცავენ. ამისთვის რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობელი ვართ, რომ ეს დღე გაზიარებულია მათ მიერ“,-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს ფარგლებს გარეთ სათანადოდ აღინიშნოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მან კულტურის მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

„საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს მცხეთაში უმასპინძლებს სტუმრებს. ორგანიზებული იქნება სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, გვექნება გარკვეული შესაძლებლობა, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებსაც დავუთმოთ დრო. გვეყოლებიან დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც შეასრულებენ სიმღერებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ სათანადოდ აღინიშნოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. საზღვარგარეთ საქართველოს ყველა საელჩო, ყველა დიპლომატი ზეიმობს ამ დღეს და ძალიან ბევრი აქტივობა არის დაგეგმილი, განსაკუთრებით ქართული კულტურის წარმოჩენის თვალსაზრისით. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სამინისტროს, კულტურის მინისტრს თანამშრომლობისთვის. ამ პერიოდისთვის არაერთი საინტერესო ღონისძიება დაიგეგმა. ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს ექნებათ შესაძლებლობა ამ დღესთან დაკავშირებით ეზიარონ ქართულ კულტურას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image "ქართული ოცნება" ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს

30.07.2025.15:27

"ქართული ოცნება" ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს. კახა კალაძე თბილისის მერის პორტზე 2017 წელს აირჩიეს და ის საქმანობას 13 ნოემბერიდან შეუდგა.

განათლება და კვალიფიკაცია

2003 - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი

სამსახურეობრივი საქმიანობა


2013 -  დღემდე - პარტია„ქართული ოცნების“გენერალური მდივანი
2012 - 2017 - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი
2008 - 2012 - სს„პროგრესბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
2008 - დღემდე - საქველმოქმედო ფონდი„კალაფონდი" დამფუძნებელი
2007 - დღემდე - საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი„კალაკაპიტალი" დამფუძნებელი


სპორტული კარიერა

2010-2012 წწ. კლუბი „ჯენოა"
2001-2010 წწ. იტალიური საფეხბურთო კლუბი „მილანი"
1998-2001 წწ. კლუბი „დინამო კიევი"
1996-2012 წწ. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
1993 წ. კლუბი „დინამო თბილისი"

ჯილდოები:

მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა