ყველას კარგად გვესმის, რატომ ეწინააღმდეგებიან Eagle Hills-ის პროექტს - ამ ყველაფერს მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა, ქართული კომპანიების გაძლიერება და ა.შ. - კახა კალაძე
„ოპონენტები არაბულ ინვესტიციას იმიტომ ეწინააღმდეგებიან საქართველოში, რომ პროექტს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა მოაქვს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოში მსგავსი მასშტაბის პირდაპირი ინვესტიცია არასდროს განხორციელებულა.
„აღნიშნულთან პროექტთან დაკავშირებით არაერთხელ გამიკეთებია განმარტება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი განხორციელება. არ ვიცი, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ ამ ტიპის ინვესტიციებს შეეწინააღმდეგო. მის განხორციელებას მხოლოდ და მხოლოდ პლუსები და პოზიტივი აქვს. ეს არის უპრეცედენტო პროექტი. საქართველოში ამ მასშტაბის პირდაპირი ინვესტიცია არასდროს განხორციელებულა. 2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში და არც მანამდე მახსოვს, რომ მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია შემოსულიყო ქვეყანაში. ყველას კარგად გვესმის, რატომ ეწინააღმდეგებიან ამ პროექტს - იმიტომ, რომ ამ ყველაფერს მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ქართული კომპანიების გაძლიერება და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ პლუსები აქვს აღნიშნულ ინვესტიციას საქართველოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
17.11.2025.13:57
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სრბუი გალიანს შეხვდა, რომელიც თბილისში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო.
განიხილეს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის მართლმსაჯულების სფეროში ეფექტურ პარტნიორობას და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოში სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.