ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას - ირაკლი კობახიძე
ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში ჟურნალისტებს „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის" შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ევროკავშირის ათამდე ქვეყანას უსწრებს არაერთი პარამეტრით.
„ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას. ოცეულშია ფაქტობრივად ყველა პარამეტრით ევროპის მასშტაბით, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ათამდე ქვეყანას ვუსწრებთ არაერთი პარამეტრით. ეს არის ობიექტური შეფასება. ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, პოლიტიკური თამაშებია, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასოცირდებოდეს სამართლიანობასთან, ობიექტურობასთან, ჭეშმარიტებასთან, სიმართლესთან. სამწუხაროდ, დღეს არის განსხვავებული ვითარება, ევროპული ბიუროკრატიის არასწორი ქმედებებიდან გამომდინარე. მაქვს იმედი, რომ ევროპული ბიუროკრატია ფერს იცვლის და სხვანაირად იმოქმედებს მომავალში. ", - განაცხადა პრემიერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.08.2025.17:24
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლისას 176-ე და 49-ე საჯარო სკოლების სახელდების საკითხი დააყენა.
,,ვფიქრობთ, იმ ადამიანების სახელები, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, არა მხოლოდ უნდა გვახსოვდეს, არამედ სათანადოდ დაფასებულიც უნდა იყოს, რადგან ეს ჩვენი მომავალი თაობისათვის მეტად მნიშნელოვანია. ამ მიზნით, ჩვენმა კომისიამ იმსჯელა და წარმოგიდგენთ თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულების პროექტს, სსიპ 176 საჯარო სკოლისთვის აკაკი შანიძის სახელისა და სსიპ 49 საჯარო სკოლისთვის აკაკი ჩხენკელის სახელის მინიჭების შესახებ. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ.“- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ
საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი განკარგულების პროექტს, რის შემდეგაც შესაბამისი განკარგულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაიგზავნება.