ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერები 2024 წელს მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ - ირაკლი ღარიბაშვილი
ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ 2024 წელს და ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. მომდევნო წელს პენსიონერები, რომლებიც, ასე ვთქვათ, დამოკიდებულნი არიან ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში, მათ ექნებათ უფასო მედიკამენტები. ეს არის დაახლოებით 400 000 ადამიანი, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი შეღავათია. გარდა იმისა, რომ ჩვენ პენსიონერებს გავუზარდეთ პენსიები და უკვე თითქმის 500 ლარამდეა პენსია. 2012 წელს იყო 110 ლარი და გახდა 500 ლარამდე. ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ 2024 წელს და ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის - სულხან თამაზაშვილი
01.01.2026.01:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და ბედნიერების, მშვიდობისა და წარმატების წელი უსურვა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ძლიერი გუნდისა და რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის ძალისხმევით დღეს აჭარის რეგიონი კიდევ უფრო ძლიერია.
„გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ რომ 2026 წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ბედნიერების, მშვიდობის და წარმატების წელი!
გასულ წელს, ჩვენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ერთობლივად შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უფრო ძლიერი და განვითარებულია - სოციალური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, თუ ტურიზმის მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ძლიერი გუნდისა და ჩვენს რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის შრომით და ძალისხმევით.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას - თითოეულ მოქალაქეს, საჯარო მოხელეს, მასწავლებელს, ექიმს, ფერმერს, მეწარმეს ახალგაზრდას, უფროსი თაობის წარმომადგენლებს - იმ ყოველდღიური პასუხისმგებლობისა და ერთგულებისთვის,
რასაც ჩვენი რეგიონის განვითარებაში დებენ.
2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს და დამდეგ შობას!” - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.