მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე ვისაუბრებთ, როგორ ვიცავთ ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო იმ ღირებულებებს, რომელიც მრავალი საუკუნეა, ჩვენი განუყოფელი ნაწილია - ლევან ჟორჟოლიანი

news image

კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე  ვისაუბრებთ, როგორ ვიცავთ ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო, მთავრობა, იმ ღირებულებებს, რომელიც მრავალი საუკუნეა, ჩვენი განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, კონფერენციაზე დღეს სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 

ბუდაპეშტი მასპინძლობს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას (CPAC), სადაც იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებსაც აერთიანებთ კონსერვატიული ღირებულებები. კონფერენციაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ღონისძიებას გახსნის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მეგობარია. ვისაუბრებთ იმ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ღირებულებების აღრევას თანამედროვე სამყაროში, დასავლურ ცივილიზაციაში ორმაგ სტანდარტებს. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ვიცავთ ქართველები, ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო მთავრობასთან ერთად, იმ ღირებულებებს, რომელიც მრავალი საუკუნეა, ჩვენი განუყოფელი ნაწილია", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია, უსწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და კანდიდატ ქვეყნებს, აღნიშნული გამოწვეულია იმ გადაწყვეტილებებითა თუ რეფორმებით, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროშია დაგეგმილი - ლევან ჟორჟოლიანი

12.12.2025.13:36

ევროპის ანტიკორუფციული კვლევის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველოს უსწრებს მხოლოდ ისლანდია და შვეიცარია.

„საქართველოს უსწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და ასევე, კანდიდატ ქვეყნებს. აღნიშნული გამოწვეული არის იმ გადაწყვეტილებებითა თუ რეფორმებით, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროშია დაგეგმილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს გვექნება უკეთესი შედეგები, ვინაიდან, გამჭვირვალობის კუთხით მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, სახელმწიფო შესყიდვებში ბაზრის კვლევის ეტაპის გაელექტრონულებასთან დაკავშირებით. შექმნილია MRS სისტემა, რომელიც არის აბსოლუტურად ქართული ნოუჰაუ. ბაზრის კვლევები ჩატარდება სრულად ელექტრონული მეთოდით, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციულ რისკს, აზღვევს 99%-ით. პრემიერის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ევროპის სამეულში უნდა შევიდეთ კორუფციის სიმცირით, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების გამართვა არის ამ პოლიტიკის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა