კომპანიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ქსელებთან აქვთ კონკრეტული ტიპის გადასახადები, რომლებიც უზრდით საოპერაციო ხარჯს - საუბარია მაღაზიაში შესვლის ღირებულებაზე, „ქეშბექზე“, თაროს გადასახადზე და ა.შ. - შოთა ბერეკაშვილი
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, ადგილობრივ მწარმოებლებთან გამართული წინა შეხვედრები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მათთან საუბრისას გამოიკვეთა რიგი პრობლემებისა, რომლებიც ფასწარმოქმნის ჯაჭვში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მწარმოებლის დონეზე აძვირებს ერთეულის ღირებულებას.
ბერეკაშვილის განცხადებით, ადგილობრივი კომპანიების დიდი ნაწილის წარმოება დიდწილად დამოკიდებულია იმპორტულ ნედლეულზე, რომლის ფასის ზრდა აისახება ერთეულის ფასზეც.
მან ასევე გამოყო მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, დისტრიბუტორებთან და ქსელურ მაღაზიებთან კომპანიების დიდ საოპერაციო ხარჯებს გულისხმობს.
„კომპანიების დიდმა ნაწილმა გამოთქვა პოზიცია, რომ წარმოების ციკლში, მათი წარმოება დიდწილად დამოკიდებულია იმპორტულ ნედლეულზე, რაც თავის მხრივ, იმპორტის ინფლაციის რისკებს ქმნის, ანუ, თუკი იმპორტული ნედლეული გაძვირდა, ეს აისახება ერთეულის ფასზე.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი დავინახეთ, საოპერაციო ხარჯების ნაწილში. განსაკუთრებით დიდი საოპერაციო ხარჯები აქვთ კომპანიებს რეალიზაციის და მარკეტინგის მიმართულებით, ამ შემთხვევაში, დისტრიბუტორებთან და ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობაში განსაკუთრებით მაღალი აქვთ ხარჯები. თითოეულმა მათგანმა თქვა, რომ მარკეტინგის და რეალიზაციის ხარჯში, ქსელებთან აქვთ კონკრეტული ტიპის გადასახადები, რომლებიც უზრდით საოპერაციო ხარჯს - საუბარი იყო მაღაზიაში შესვლის ღირებულებაზე, „ქეშბექზე“, თაროს გადასახადზე და ა.შ.“ - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სხვა სიახლეები
საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა
19.02.2026.16:44
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2025 წლის 31 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი განხორციელდა როგორც თვისებრივი და სოციოლოგიური, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით.
„ანგარიშის მიხედვით დამუშავდა 103 ინფორმაცია. ყოველდღიურად გავრცელებულ ინფორმაციაზე დაკვირვების და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა დეზინფორმაციული და მანიპულაციური ნარატივების გავრცელება, დაინტერესებული მხარეების მხრიდან გამოიკვეთა საარჩევნო ადმინისტრაციისა და 2024-2025 წლების საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა. ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ავრცელებდნენ დეზინფორმაციულ, მანიპულაციურ დაუსაბუთებელ ინფორმაციას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის, ტელევიზიების, ონლაინ სააგენტოებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივები ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა რეალობას და იყო სრულად უსაფუძვლო, ან რიგ შემთხვევებში მანიპულირებული.
საინფორმაციო სივრცეზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დაინტერესებული პირები კამპანიურად, იდენტური, დეზინფორმაციული და მანიპულაციური ნარატივების გავრცელებით ცდილობდნენ საარჩევნო პროცესის, ცესკოსა და მისი ხელმძღვანელების დისკრედიტაციას. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება საზოგადოების ინფორმირების მიზნით.
შესაბამისად, ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება საინფორმაციო სივრცის მონიტორინგს ახორციელებს როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში, რათა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში, განხორციელდეს დროული და შესაბამისი რეაგირება, საზოგადოებას კი მიეწოდოს გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია.
ანგარიში იხილეთ ბმულზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.