მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ხვალ მნიშვნელოვანი მომენტია განსახილველი, ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც შეეხება ბიზნესის რეკეტს და დღეს ეს ბიზნესის რეკეტიორები ზოგი პოლიტიკაში არიან და ზოგი მედიაში - შალვა პაპუაშვილი

news image

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს მოსახლეობამ და ასევე ქვეყნის გარეთაც, კიდევ ერთხელ ყველამ შეხედოს და განსაკუთრებით ახალგაზრდობას მიმართავ, რომ უყურონ ამ პროცესს და ნახონ ვინ არიან ისინი, რომლებიც დღეს მოუწოდებენ მათ, რომ მათ მხარეს დადგნენ, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას.

„ვინ არიან საქართველოს ის მოქალაქეები და ის უცხოელები, რომლებიც ამ რეჟიმის მხარდამჭერები იყვნენ. ეს ის ხალხია, ვინც სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერი იყო, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო და ეს ის ხალხია, რომელიც მას აგულიანებდა 2021 წელს შემოპარულიყო საქართველოში და აერია ეს ქვეყანა. ამიტომ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა უყურონ ამ პროცესს და ნახონ რა საქართველოს ქმნიდა სააკაშვილის რეჟიმი უცხოეთიდან მწვანე შუქის ფონზე.

ხვალ მნიშვნელოვანი მომენტია განსახილველი, ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც შეეხება ბიზნესის რეკეტს და დღეს ეს ბიზნესის რეკეტიორები ზოგი პოლიტიკაში არიან და ზოგი მედიაში. bmg-ის ხელმძღვანელი ბატონი ისაკაძე, რომელსაც თვითონ აქვს აღიარებული, რომ ის იყო მონაწილე ბიზნესის რეკეტის. აღიარა სასამართლო პროცესზე, სადაც ის იყო ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც შეეხებოდა ბანკი „ქართუს“ გაკოტრებას ყალბი მონაცემებით. მსგავსი მორალის ადამიანები დღეს საუბრობენ ბიზნესზე ბიზნესის თავისუფლებაზე. სინამდვილეში მათ ერთის სურვილი აქვთ, რომ რაიმენაირად მობრუნდნენ იმ ხელისუფლებაში და მიიღონ ის ძალაუფლება, რომელიც მათ ჰქონდათ და რომელსაც შემდეგ უნაწილებდნენ ისაკაძის და ხაზარაძის მსგავს ვითომ ბიზნესმენებს იმისთვის, რომ რეკეტი ეწარმოებინა სხვა ბიზნესების და რაც შეიძლება მეტი ქონება მიესაკუთრებინათ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი ლევან ჟორჟოლიანს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

08.05.2025.17:45

 

თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებულიგაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტისაფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი გვი იოპ სონი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.

როგორც წერილშია აღნიშნული, გაეროს განვითარების პროგრამა გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს დაეხმაროს ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში.

 

ვაფასებ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკოორდინაციო სამსახურის რეგიონული დირექტორის რანგში საქართველოში  ჩემი  ვიზიტისას თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობას. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციას გაერთიანებული ერების ოჯახთან ფასდაუდებელი პარტნიორობისთვის; მადლობას ვუხდი მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გაეროს განვითარების სისტემა, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ხელმძღვანელობით და გაეროს განვითარების კოორდინატორის რეგიონული სამსახურის მტკიცე მხარდაჭერით, გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, დაეხმაროს მას  ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში. თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებულიგაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტისაფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას ამ მიზნების მისაღწევად", - აღნიშნულია წერილში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა