ხელისუფლების მხრიდან გაჟღერდა, რომ წარვადგინოთ ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფებას - „ავერსის“ დამფუძნებელი
რაც გაჟღერდა ხელისუფლების მხრიდან არის ის, რომ ჩვენ წარვადგინოთ ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფებას. ამჟამად, საქართველოში ბრუნვაში არის 10 000 მედიკამენტი. 7 000-ზე არის უკვე რეფერენტული ფასი, - განაცხადა კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ბიზნესმენების ინტერესებშიც შედის ის, რომ ფასები იყოს ხელმისაწვდომი.
„შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა, მთავრობის წევრებმა და კომისიის წევრებმა მოგვისმინეს ძალიან ყურადღებით. ჩაინიშნეს ძალიან ბევრი საკითხი. რაც გაჟღერდა ხელისუფლების მხრიდან არის ის, რომ ჩვენ წარვადგინოთ ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფებას. ჩვენი, ბიზნესმენები ბუნებრივი ინტერესია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფასნამატით, რაც შეიძლება იაფად გავყიდოთ პროდუქცია, მით უმეტეს მედიკამენტები, რომ მოსახლეობამ შეძლოს მისი შეძენა. ამჟამად, საქართველოში ბრუნვაში არის დაახლოებით 10 000 მედიკამენტი. 7 000-ზე არის უკვე რეფერენტული ფასი, იმ 3 ათასსაც თანდათან ამატებს სამინისტრო“, - განაცხადა პაატა კურტანიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით 26 ქართული კომპანია Gulfood-ზე წარსდგა
სხვა სიახლეები
ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ხელისუფლებამ გამოთქვა სრული მზადყოფნა, შემუშავებული წინადადებები რეალურად განხორციელდეს -"ავერსის" დამფუძნებელი მედიკამენტების ფასებზე
28.01.2026.16:31
ფასების შემცირება პროდუქტებზე, წამლებზე და საწვავზე - პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა გრძელდება. ცოტა ხნის წინ დასრულდა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის, საკოორდინაციო კომისიის წევრების, სააფთიაქო ქსელებისა და ფარმაცევტთა ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა.
ეს იყო რიგით მეხუთე სხდომა. მანამდე უკვე გაიმართა შეხვედრები ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებსა და მეწარმეებთან. გაკეთდა განცხადება, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება და ფასების რეგულირების სივრცე არსებობს.
პარალელურად, მომდევნო კვირიდან იქმნება სპეციალური კომისია პარლამენტში.
შეხვედრასთან დაკავშირებით "ავერსის" დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ ისაუბრა, რომლის განცხადებითაც, წარადგენენ წინადადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა მედიკამენტების ფასი იყოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი.
"ბიზნესმენების ბუნებრივი ინტერესია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფასნამატით და იაფად გავყიდოთ პროდუქცია, მითუმეტეს მედიკამენტები, რათა მოსახლეობამ შეძლოს მისი შეძენა. თუ ვერ შეიძინა პროდუქცია ადამიანმა, ბიზნესიც ვერ გექნება. შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, ჩვენ წერილობით წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან და ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ წამლის ფასი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ პირადად მე იმით, რომ ხელისუფლებამ გამოთქვა სრული მზადყოფნა შემუშავებული წინადადებები რეალურად განხორციელდეს," - აღნიშნა "ავერსის" დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ.