მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7094.2
-0.0025
flag
AZN 1.5962
-0.0009
flag
CNY 38.161
-0.0085
flag
EUR 3.1514
-0.0107
flag
GBP 3.5766
-0.0132
flag
KZT 51.14
-0.0036
flag
TRY 0.0646
-0.0001
flag
USD 2.7139
-0.0015

ხალხს სჯერა, რომ დაპირებები, რომლებიც გაცემულია და ის პრიორიტეტები, რომლებიც დასახულია, აუცილებლად უნდა შესრულდეს - ზურაბ აბაშიძე

news image

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მომავალი მთავრობის შემადგენლობა წარადგინა,  საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, კახა კალაძეს, გაწეული საქმიანობისთვის და წარმოდგენილი მოხსენებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულო დედაქალაქის მერიასთან ერთად გააგრძელებს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას და პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას. 

„კახა კალაძის მერობის წინა წლები ორიენტირებული იყო საქმეზე, წარმატებაზე პროფესიონალ გუნდთან ერთად და ხალხს სჯერა, რომ დაპირებები, რომლებიც გაცემულია და ის პრიორიტეტები, რომლებიც  დასახულია,  აუცილებლად უნდა შესრულდეს. 

მინდა კონკრეტულად რამდენიმე მიმართულებას შევეხო: ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა და დაუსრულებელი მშენებლობები - დაახლოებით 12 ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო ბინა. წარმოუდგენელი, უპრეცედენტო რამ მოხდა კახა კალაძის მერობის პერიოდში,  ადამიანები, რომლებიც კონკრეტული კომპანიების მიერ იყვნენ დაზარალებულები და სრულიად გადაწურული ჰქონდათ იმედი, რომ ბინებს მიიღებდნენ, სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდნენ: მათ უკვე აქვთ საკუთარი ბინები.  ამ წლების განმავლობაში არ ჩატარებული საკრებულოს სხდომა, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვემსჯელა. 

ბოლო წლების განმავლობაში 200 ათასით გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა დედაქალაქში, რაც, ბუნებრივია, საცობებს ქმნის. ინტენსიურად ხორციელდება  გზების რეაბილიტაცია  და ეს პროცესი გაგრძელდება“,  -  განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ყველა რგოლი, თბილისის საკრებულო, მერია პროფესიონალთა გუნდით არის დაკომპლექტებული და ისინი ყველა გამოწვევას გაუმკლავდებიან. 

„მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები და პრობლემები ბევრია, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი საქმიანობა, პროფესიონალიზმი თბილისის მერთან და მის გუნდთან ერთად. გამოცდილება და პროფესიონალიზმი არის ჩვენი საქმის ძლიერი მხარე. 

მინდა მადლობა გითხრათ წარმატებული საქმიანობისთვის. მინდა იცოდეთ, რომ თბილისის საკრებულო არის თქვენ გვერდით, დედაქალაქის მოსახლეობის გვერდით. კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც 4 ოქტომბერს მოვიდნენ და მხარი დაუჭირეს კახა კალაძეს და „ქართულ ოცნებას“. ჩვენ მზად ვართ, ეს დიდი პასუხისმგებლობა და ნდობა გავამართლოთ“,  -  დასძინა ზურაბ აბაშიძემ. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image დარწმუნებული ვარ, 4 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში თბილისელებს საქმიანობის ანგარიშს წარვუდგენთ, ყველა ის პროექტი, რომლებიც თბილისის მერმა წარმოადგინა, შესრულებული იქნება - თინათინ ნიბლოშვილი

31.10.2025.16:38

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის შემადგენლობა წარადგინა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, თბილისის საკრებულოს წევრებს და დედაქალაქის  მთავრობას წარმატება უსურვა  მომავალ საქმიანობაში. თინათინ ნიბლოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია ამჯერად ჩაერთვება საკრებულოს საქმიანობაში. 

„მინდა მოგილოცოთ ყველას ის საპასუხისმგებლო მისია, რომელსაც ჩვენი მულტიკულტურული, ისტორიით სავსე ქალაქის სამსახურში ყოფნა ჰქვია. დედაქალაქის მერმა თბილისის მომავალ მთავრობაში წარმოადგინა ის ადამიანები, რომლებსაც უკვე დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქალაქის განვითარებაში. ამბიციური გეგმები, რომლებიც მომავალი 4 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს, სწორედ ამ გუნდის თაოსნობით განხორციელდება. 

სამწუხაროდ, წინა 4 წლის განმავლობაში ჩვენი ოპონენტების სკამები ცარიელი იყო ამ დარბაზში.  მათი გარკვეული ნაწილი შეუერთდა რადიკალურ ჯგუფებს დედაქალაქის ქუჩებში. მე იმედი მაქვს,  რომ მომავალი 4 წელი იქნება განსხვავებული, ოპოზიცია აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი დედაქალაქელების მიმართ და ჩაერთვება საკრებულოს საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, 4 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში თბილისელებს საქმიანობის ანგარიშს წარვუდგენთ,  ყველა ის პროექტი, რომლებიც თბილისის მერმა წარმოადგინა,  შესრულებული იქნება. 

მე მინდა მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო როგორც დედაქალაქის მომავალ მთავრობას, ასევე ჩემს კოლეგებს“,  -  განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა