მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.9
0.0007
flag
AZN 1.593
-0.0004
flag
CNY 38.15
-0.0022
flag
EUR 3.1462
0.0001
flag
GBP 3.5606
-0.0027
flag
KZT 51.72
-0.0008
flag
TRY 0.064
-0.0001
flag
USD 2.7085
-0.0006

კეთილდღეობის გაუმჯობესებით, საქართველო საუკუნის საუკეთესო სამეულშია, ხოლო, 2012 წლის შემდგომ მიღწეული პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილზეა - საქართველომ გაასწრო ევროკავშირისა და ნატოს წევრ რიგ ქვეყნებს და ყველა კანდიდატ  ქვეყანას - მიხეილ დუნდუა „ატლანტიკური საბჭოს“ კვლევაზე

news image

ბოლო ტენდენციები საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ზრდის ტემპებისა თუ კეთილდღეობის პარამეტრების გაუმჯობესებისა, არის ცალსახად კეთილსაიმედო და გაზრდილი, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ განაცხადა.


მისი თქმით, „ატლანტიკური საბჭოს“ კვლევის მიხედვით, საქართველომ, კეთილდღეობის ახალი, ისტორიული მაქსიმუმი მიიღო, რომლის მიხედვით, ქვეყანა საუკუნის საუკეთესო სამეულშია, 2012 წლის შემდგომ მიღწეული პროგრესის მიხედვით კი, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

დუნდუამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „ატლანტიკური საბჭო“ მხოლოდ შემოსავლების დონის მიხედვით არ აფასებს კეთილდღეობის მაჩვენებელს, არამედ, მას მრავალგანზომილებიანი შეფასების სისტემა აქვს, რომელიც ექვს ფაქტორს ითვალისწინებს.


„სავალუტო ფონდმა, აპრილში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქართველო ერთ სულზე, რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკების ზრდის ტემპით გავიდა საუკუნის საუკეთესო სამეულში და პროგნოზის მიხედვით, 2030 წლის ჩათვლით ინარჩუნებს ამ ლიდერობას. ამის შემდგომ პერიოდში სავალუტო ფონდმა, ეკონომიკური ზრდის  საფუძველზე,  კიდევ გაზარდა მაჩვენებელი და სულ ახლახანს გამოქვეყნდა „ატლანტიკური საბჭოს“ კვლევა, რომელიც კეთილდღეობის ინდექსს აწარმოებს. კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ მიიღო ახალი ისტორიული მაქსიმუმი, 100-პროცენტიანი სისტემის შეფასების 75,5 პროცენტი, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია, შესაბამისად, მივიღეთ კარგი ვითარება. ვგულისხმობ იმას, რომ ამ კვლევის მიხედვითაც, კეთილდღეობის გაუმჯობესებით, საქართველო საუკუნის საუკეთესო სამეულშია, ხოლო, 2012 წლის შემდგომ მიღწეული პროგრესის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ეს რას ნიშნავს: „ატლანტიკურ საბჭოს“, არამხოლოდ შემოსავლების დონის მიხედვით აქვს გააზრებული კეთილდღეობის მაჩვენებელი, ის ითვალისწინებს ექვს ფაქტორს, ესენია: შემოსავლების დონე, სოციალური თანასწორობა, ჯანდაცვა, განათლება, გარემოს დაცვა და უმცირესობის უფლებების დაცულობა. შინაარსობრივად, კეთილდღეობის მრავლისმომცველი, მრავალგანზომილებიანი შეფასებაა,“- განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

 

მისივე თქმით, საქართველომ მიიღო „ზომიერი კეთილდღეობის“ სტატუსი და მხოლოდ 6 ადგილი აშორებს კეთილდღეობის მაღალი სტატუსის მინიჭებამდე. დუნდუამ აღნიშნა ისიც, რომ საქართველომ, კეთილდღეობის ინდექსით, გაასწრო ევროკავშირისა და ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანას და ასევე, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას.

 

„საქართველო გავიდა მსოფლიოში 47-ე ადგილზე, მიიღო „ზომიერი კეთილდღეობის“ სტატუსი და 6 ადგილით დაწინაურება სჭირდება იმისთვის, რომ კეთილდღეობის მაღალი დონის სტატუსი მიენიჭოს მას. ამასთან, საქართველომ გაასწრო კეთილდღეობის ამ ინდექსის მიხედვით, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს, მაგალითად, ბულგარეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. საქართველოს, ამ თვალსაზრისით, დიდი მიღწევა აქვს და კარგად ეხმიანება საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება. მიმდინარე შეფასებით, კეთილდღეობის უფრო ფართო გააზრებით, არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალურ-ეკონომიკური და უფლებრივი თვალსაზრისით, მივიღეთ ძალიან კარგი შედეგი. დარწმუნებული ვარ, საქართველო მალე მიიღებს როგორც მაღალი კეთილდღეობის დონის მქონე ქვეყნის სტატუსს, გარდა ამისა, მალე მიიღებს  მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსს.“ - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ აზერბაიჯანმა და საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროპის კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში - აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი

14.11.2025.20:22

„აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენი საერთო თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ენერგეტიკული სექტორი, გვაქვს გრძელვადიანი პროექტები და ძალიან ფართო თანამშრომლობა ამ მიმართულებით" - ამის შესახებ  აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს, აზერბაიჯანის,  რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში  გამართულ  „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-11 მინისტერიალში.

მინისტრის ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში განიხილეს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი, რომელიც  აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს აკავშირებს. შაჰბაზოვის განცხადებით, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის დასრულება  მომავალი წლის პირველ კვარტალში იგეგმება,  რაც უკვე ახალ პერსპექტივას შექმნის ინვესტიციებზე დისკუსიის დასაწყებად.

„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმისთვის,  რომ ენერგორესურსები, კერძოდ, ელექტროენერგია, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ევროკავშირში გავაგზავნოთ და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროპის კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში" - აღნიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა.

თბილისში გამართულ მე-11 მინისტერიალში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობენ. ღონისძიებას ასევე აღნიშნული ქვეყნების ელჩები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის,  რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა