მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.4
-0.0041
flag
AZN 1.5943
-0.0003
flag
CNY 37.783
0.0001
flag
EUR 3.1565
-0.0003
flag
GBP 3.6478
0.0018
flag
KZT 51.16
0.0027
flag
TRY 0.0671
-0.0001
flag
USD 2.7113
-0.0005

ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან

news image
ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე ვაჭრობის სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთის სტრატეგიულ თანამშრომლობას ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სახმელეთო ტრანსპორტით თითქმის 1 მილიონი ტონა, ხოლო რკინიგზის მეშვეობით 2,7 მლნ ტონაზე მეტი ტვირთის ტრანსპორტირება მოხდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების მდგრადობას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე როგორც სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით, რომელიც ბოლო წლებში ზრდადი დინამიკით ხასიათდება, ისე ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის, შუა დერეფნის განვითარების კუთხით. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ამ დერეფანს აქვს განსაკუთრებული პოტენციალი როგორც ევროპასა და აზიას შორის სანდო და ეფექტურ სატრანზიტო მარშრუტს.
„შუა დერეფანი ევროპა - აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი შემადგენელია, რომლის განვითარებაც ხელს შეუწყობს რეგიონში როგორც ეკონომიკურ კეთილდღეობას, ისე სტაბილურობას. ამისთვის აუცილებელია მეტი კოორდინაცია, საინვესტიციო დანახარჯები და რაც დერეფნის მონაწილე ქვეყნების მთავარი ერთობლივი ძალისხმევა, რათა დერეფანი გახდეს უფრო მეტად კონკურენტული,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მხარეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის თანამშრომლობაზე ჩინეთის ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვების განვითარებასა და ამ მიზნით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TMTM) წარმატებულ ამოქმედებაზე. აღინიშნა, რომ ზემოთ ხსენებული მარშრუტით დღეს აქტიურად ხორციელდება რკინიგზით საკონტეინერო გადაზიდვები ჩინეთსა და ევროპას შორის. ხაზი გაესვა ყაზახური მხარის აქტიურ როლს 2023 წელს ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal-ის დაფუძნების პროცესში, რაც კიდევ უფრო ამყარებს რეგიონულ პარტნიორობასა და სატრანზიტო მიმართულების განვითარების მნიშვნელოვან პერსპექტივას. ერთობლივი საწარმოს მთავარი ფუნქციებია უზრუნველყოს მომსახურების მიწოდება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, გარანტირებულად დადგინდეს გადაზიდვის ვადები და ღირებულება და განხორციელდეს შეთანხმებული პოლიტიკა მულტიმოდალური სერვისის განვითარების გზით და ჩინეთი – ევროპა/თურქეთი – ჩინეთის მიმართულებით სატვირთო მიზნით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყაზახეთის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია იმ სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მთავრობის ძალისხმევით მიმდინარეობს - მათ შორისაა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალი, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა, რკინიგზის მოდერნიზება და სხვ.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ყაზახურ ინვესტიციებს საქართველოს საპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში. ასევე საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას ავიაციის სფეროში - ამჟამად ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და ყაზახეთის შორის კვირაში 55 ფრენის შესრულებაა დამტკიცებული.
შეხვედრის დასასრულს, მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეხუთე ფორუმზე მოიწვია, რომელიც საქართველოს დედაქალაქში 22-23 ოქტომბერს გაიმართება.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გურამ გურამიშვილი და გენადი არველაძე, აგრეთვე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ მნიშვნელოვანი მიმართულებები: ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა და თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში - მარიამ ქვრივიშვილი

21.07.2025.21:07

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან და ენერგეტიკის მინისტრ ერლან აკენჟენოვთან. შეხვედრებზე საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მთავარ ასპექტებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტებზე.

„ყაზახეთის რესპუბლიკაში ნაყოფიერი ვიზიტი შედგა, რომლის  ფარგლებში ჩვენ შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა ლოგისტიკა, ტრანსპორტი, მათ შორის ავიაცია, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა  და რაღა თქმა უნდა, თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. დავსახეთ საერთო გეგმები, განსაკუთრებით ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს დაკავშირებადობის ზრდას და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გარდა ასევე რეგიონული სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ საკითხთა ვრცელი სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსკასპიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების მნიშვნელობაზე, მათ შორის „შუა დერეფნის" მარშრუტის შემდგომი განვითარებს და ამ პროცესში თანამშრომლობის საკითხებზე.

„ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიცაა მაგისტრალური გზების მშენებლობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ასევე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილი მშენებლობა. ორივე მხარე შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზარდოს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, ყაზახეთის მთავრობის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებისას ორივე მხრიდან ხაზი გაესვა, რომ წლების განმავლობაში საქართველო და ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არია -  ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობის არსებული ჩარჩოები კიდევ უფრო გაფართოვდეს და სხვადასხვა სექტორული მიმართულებები მოიცვას, მათ შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის დარგები. კერძოდ, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებს ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით. როგორც ორივე მხრიდან აღინიშნა, ამ სექტორებში საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის კიდევ დიდი რესურსი არსებობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა